ქალმა, რომელიც სიმსუქნის გამო წყლის სასრიალოზე არ შეუშვეს, 45 კილო დაიკლო

ქალმა, რომელიც სიმსუქნის გამო წყლის სასრიალოზე არ შეუშვეს, 45 კილო დაიკლო

ბეკი ჰეიმსი ისედაც ღელავდა საქორწინო კაბის შერჩევისას თავისი ფორმების გამო, როდესაც ის და მისი საქმრო დისნეილენდის დასათვალიერებლად წავიდნენ. დისნეილენდში ჰეიმსი წყლის სასრიალოზე არ შეუშვეს, რიგში მდგომ ქალთან მაშველი მივიდა და ადგილის დატოვება სთხოვა - ის ვერ გარისკავდა მის შეშვებას, რადგან შესაძლოა, სასრიალო მილში გაჭედილიყო.

"არ მინდა მსუქანი პატარძალი ვიყო, მაგრამ დისნეილენდში მომხდარმა ინციდენტმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ამ დროს ვიგრძენი თავი ყველაზე ცუდად. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამაა, რაც ოდესმე დამმართნია და თავს უსარგებლო ნაგვად ვგრძნობდი. სწორედ მაშინ ვიგრძენი გახდომის გადაუდებელი მოთხოვნილება. თან იქამდე, სანამ ქორწილი იქნებოდა", - ამბობს ჰეიმსი.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონას საქმრო უმტკიცებდა, რომ მას ისეთი უყვარდა, როგორიც იყო, ჰეიმსმა მკაცრი დიეტა დაიცვა და თითქმის 100 ფუტი დაიკლო. ამჟამად წყვილი დაქორწინებულია და დისნეილენდშიც მოახერხეს წასვლა, სადაც ჰეიმსი უპრობლემოდ შეუშვეს წყლის სასრიალოზე.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს