19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს თავგადასავალში ან დამოუკიდებელ გამოძიებაში შემოგთავაზებენ მონაწილეობის მიღებას. უარს ნუ იტყვით, საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენთ და თან გახალისდებით.

კურო

მოულოდნელი ზარი ახალ საფიქრალს გაგიჩენთ. შეიძლება ან ახალი საქმიანობა შემოგთავაზონ, ან პირადი ცხოვრება მოგიწესრიგდეთ. მთავარია, მიუწვდომელი არ იყოთ.

ტყუპი

დღეს ჭორების, გარშემო მყოფთა კრიტიკის მსხვერპლი აღმოჩნდებით. მოერიდეთ თავის მართლებას და მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

კირჩხიბი

დღის მთავარი საზრუნავი თქვენი პირადი ცხოვრება გახდება. ერთი მხრივ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ურთიერთობა დასტაბილურდა; მეორე მხრივ, თითქოს ისევ ჩიხში მოექეცით. ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ბრალია. დამშვიდდით, ნუ ააჩქარებთ მოვლენებს.

ლომი

დღეს წარმატების ყველა შანსი გაქვთ. მთავარია, არ იზარმაცოთ და გარშემო მყოფების მოხიბვლა თქვენი გარეგნობით კი არა, გონიერებითა და შესაძლებლობებით სცადოთ.

ქალწული

ახლობლებისა და მეგობრების დახმარებით ყველა ცხოვრებისეულ საკითხს გაუმკლავდებით. იმავეს თქმა შეიძლება სამსახურის საქმეებზეც – კოლეგები ყველაფერში დაგეხმარებიან.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს