დააცადეთ, ბიჭი სამყაროს შეცნობის ასაკშია - საინტერესო რჩევები ბიჭების მშობლებს

დააცადეთ, ბიჭი სამყაროს შეცნობის ასაკშია - საინტერესო რჩევები ბიჭების მშობლებს

დედისთვის შვილის სქესს მნიშვნელობა არ აქვს, სამაგიეროდ ბავშვისთვის აქვს მნიშვნელობა იმ ქცევებსა და უნარ-ჩვევებს, რომლებსაც დედა ადრეული ასაკიდანვე ჩაუნერგავს. განსაკუთრებით რთული და საპასუხისმგებლოა ბიჭუნას ნამდვილ მამაკაცად ქცევა. მშობლებმა მას ის თვისებები უნდა გადასცენ, რითან როგორც ქალების, ისე მამაკაცების წრეში ღირსეულად წარმოაჩენს თავს.

1. ასწავლეთ გრძნობების სიტყვებით გადმოცემა

ბავშვი შეიძლება სიბრაზისგან ყვიროდეს, სიმორცხვისგან იმალებოდეს, მღელვარებისგან იკბინებოდეს და შიშისგან ტიროდეს. აჩვენეთ სხვა ადამიანები, რომლებსაც იგივე პრობლემა აწუხებთ, მაგრამ სხვაგვარად გამოხატავენ. იმსჯელეთ მასთან საკუთარ ემოციებზეც. როცა გაიზრდება, ზღვარის დაცვა და ემოციებთან გამკლავება არ გაუჭირდება.

2. მიაჩვიეთ თავისი ნივთების მილაგებას

საკუთარი ტანსაცმლის მოწესრიგებას, წინდების გარეცხვას, ფეხსაცმლის გასუფთავებას. შეიძლება თქვენ ამით შრომა არ შეგიმსუბუქდეთ, სამაგიეროდ, ერთხელაც მომავალი რძლისგან ბევრ მადლობას მიიღებთ.

3. უკითხეთ და იკითხეთ მასთან ერთად

კარგი მკითხველი მშობლის მუხლებზე იზრდება. უნდა დაინახოს, რომ თქვენც კითხულობთ. აუხსენით, რისთვის არის საჭირო წიგნები. იმსჯელეთ წაკითხულზე. უწიგნური მამაკაცი ნამდვილად არ არის სამაგალითო.

5. წაახალისეთ საცეკვაოდ

მუსიკა, რიტმი და ცეკვა უნივერსალური ენაა და ყველასთვის გასაგები. სხეულის თავისუფლად ფლობა კი ჰარმონიული განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ხშირად ეცეკვეთ და შეაქეთ მისი ელეგანტური პა.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს