მდიდრებისთვის ექსკლუზიური სოციალური ქსელი შეიქმნა

მდიდრებისთვის ექსკლუზიური სოციალური ქსელი შეიქმნა

ინტერნეტში გამოჩნდა ახალი სოციალური ქსელი სახელწოდებით The netropolitian club, რომელიც სპეციალურად შეძლებული ადამიანებისთვისაა შექმნილი. საიტზე დარეგისტრირებისთვის საჭიროა 9 000 დოლარის გადახდა, ამის შემდეგ კი აუცილებელია ყოველდღიურად 3000 დოლარის გადახდა.

რესურსის შემქმნელები პირობას იძლევიან, რომ მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია მკაცრ საიდუმლოდ შეინახება და არსად არ გავრცელდება. ისინი სოციალურ ქსელს, როგორც დახურულ კლუბს ისე აღწერენ და თვლიან, რომ აქ შეიკრიბებიან ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი ფული აქვთ, ვიდრე თავისუფალი დრო.

საიტს ასაკობრივი ზღვარი გააჩნია. მასზე დარეგისტრირება არ შეეძლებათ 21 წლამდე ადამიანებს, რეგისტრაციისას კი აუცილებელია ნამდვილი მონაცემების მითითება, ამიტომ შემქმნელები ქსელის მოტყუებას გამორიცხავენ.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ არანაირი რეკლამები საიტზე არ იქნება, თუმცა მომხმარებლებს პირდებიან, რომ მათ შეეძლებათ თავად შექმნან ჯგუფები და იქ მოყვნენ, რას საქმიანობენ და დააინტერესონ სოციალური ქსელის სხვა წევრები. მხოლოდ ეს კონკრეტული წესების დაცვით უნდა მოხდეს.

აგრეთვე რესურსი საშუალებას იძლევა, გამოააშკარაოს მომხმარებლის ზუსტი ადგილმდებარეობა, უახლოეს მომავალში კი შემქმნელები აპირებენ სოცქსელის აპლიკაციის შექმნას ანდროიდზე და iOS სისტემის სმარტფონებზე.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს