10 რამ, რაც არასოდეს არ უნდა უთხრათ მამაკაცს

10 რამ, რაც არასოდეს არ უნდა უთხრათ მამაკაცს

1. ”შენ ისეთი ძლიერი არ ხარ”. თუ სუპერმენის კალიბრის სიძლიერეს არ გულისხმობთ, რა თქმა უნდა, ეს ფრაზა არასოდეს წარმოთქვათ, მას თავს არაადეკვატურად აგრძნობინებთ.

2. ”შენზე გაცილებით მაღალი ვარ!” არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაღალია სინამდვილეში მამაკაცი, მასზე ”დაბალის” თქმა სერიოზულად დააზიანებს მის ეგოს.

3. ”ეს პრეზერვატივი დიდი არ გექნება?” არასოდეს დააყენოთ ეჭვქვეშ მამაკაცის პენისის ზომა მისი თანდასწრებით. თუ რა თქმა უნდა, დეპრესიაში არ გინდათ მისი ჩაგდება.

4. ”რა ბანჯგვლიანი ხარ, ამდენი თმა საიდან გაქვს?” ასეთ დროს მამაკაცი მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ თქვენი აზრით, ის მაიმუნს გავს. თუ არ მოგწონთ მისი თმის რაოდენობა, ამის თქმის დელიკატური ფორმა უნდა შეარჩიოთ.

5. ”აზიდვების გაკეთება შეგიძლია?” გამოდის, რომ თქვენ მას იმდენად სუსტ მამაკაცად მიიჩნევთ, რომ ფიქრობთ, ელემენტარული დატვირთვის გაძლება არ შეუძლია.

6. ”როგორ მინდა შენნაირი შეყვარებული მყავდეს, ისეთივე კეთილი და მხიარული.” შენ ეს შეგიძლია, რადგან თუ ვინმეს ამას ეუბნები, ე.ი. ის შენი შესაფერია, ამიტომ ან იმოქმედე ან მოეშვი სისულელეებს.

7. ”არასოდეს გიფიქრია, რომ ზურგი გაგეპარსა?” ამ წინადადების წარმოთქმის შემდეგ, ის სხვა ვერაფერზე ვეღარ იფიქრებს.

8. ”შენ რა, ვარჯიშობ?” ეს ნიშნავს, არაფერი გეტყობა რომ ვარჯიშობ და დროა, სხეულს მიხედოო.

9. ”ნეტა შენნაირი ფეხები მქონდეს” გინდათ მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრობდეს, რომ ქალური ფეხები აქვს და ეჭვობდეს, კარგია ეს თუ ცუდი?

10. ”ეგ ტანსაცმელი ძონძებში იყიდე?” ასე რომც იყოს, მაინც უხერხულად იგრძნობს მამაკაცი თავს და იფიქრებს, რომ მისი სამოსი შენთვის არასასიამოვნო შესახედია. მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს