ფეხმძიმე ქალმა მძარცველი დააკავა და ხუთი საათის შემდეგ იმშობიარა

ფეხმძიმე ქალმა მძარცველი დააკავა და ხუთი საათის შემდეგ იმშობიარა

მიჩიგანის მცხოვრები კრისტენ ტომფსონი მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წავიდა, მეორე დღეს მას მშობიარობა ჰქონდა დანიშნული. მაღაზიის გარეთ ქალს უცნობი დაესხა თავს და გაქურდა.

”მანქანაში შენაძენს ვაწყობდი, როდესაც ვიღაც უკნიდან მომიახლოვდა და ჩანთა წამართვა”, - ამბობს ტომფსონი. თავდასხმის შემდეგ, ორი შვილის დედა წამითაც არ ჩაფიქრებულა და ქურდს უკან დაედევნა. ”ჩანთაში მნიშვნელოვანი ნივთები მიდევს. იქ ყველაფერია, რაც მჭირდება, დაწყებული საგადასახადო ჩეკებიდან, ბავშვების დაზღვევის ბარათებით დასრულებული”, - ამბობს ქალი. მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმობის მეცხრე თვეში იყო, მან ბოლომდე სდია მამაკაცს და დაეწია კიდეც, თუმცა დამნაშვემ ძირს დააგდო.

თვითმხილველების დახმარებით, კრისტენმა ჩანთა დაიბრუნა, მისმა ძმამ კი თავდამსხმელი მარკ ნიუტონი იქამდე გააკავა, სანამ პოლიცია მოვიდოდა. პოლიციამ კაცი ციხეში გადაიყვანა, ქალი კი სამშობიაროში გაეშურა.

ბავშვი თავდასხმიდან ხუთ საათში ჯანმრთელი დაიბადა.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს