როგორ გავხდეთ თავდაჯერებულები და ავიმაღლოთ თვითშეფასება

როგორ გავხდეთ თავდაჯერებულები და ავიმაღლოთ თვითშეფასება

არავინაა ყველაფერში კარგი, მაგრამ ყველას რაღაცის კეთება შეუძლია. შექმენი რაიმე, რაშიც კარგად ხარ დახელოვნებული და მიეცი თავს უფლება, იამაყო. ხმამაღლა წარმოთქვი შენი დადებითი მხარეები სარკეში ჩახედვისას, ან ჩამოწერე მისაკრავ ქაღალდებზე და ყველა ოთახში გააკარი, რომ თავდაჯერებულობის დღიური დოზა მიიღო.

გააკეთე ისეთი რამ, რაც გაშინებს

დაფიქრდი, რა არის, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდა, მაგრამ ვერასოდეს ბედავდი და მოიყვანე სისრულეში. არ დაიწყო სიტუაციის გაანალიზება, უბრალოდ იმოქმედე. რასაკვირველია, საშიში იქნება და შეიძლება წარმატებითაც არ დასრულდეს რასაც აირჩევ, მაგრამ არა უშავს. მთავარი ისაა, რომ შეძლებ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლას.

ისწავლე, როგორ დამარცხდე

როდესაც საქმე ისე არ მიდის, როგორც გინდა, როდესაც ძირს ვარდები, კარგად დაფიქრდი ამის შესახებ და სწორი დასკვნები გამოიტანე, რომ შემდეგისთვის მზად იყო და თავიდან აირიდო მარცხი.

არასოდეს დაანახო სხვებს, რომ ნერვიულობ

ყოველთვის იყავი მშვიდად და მოიკრიბე გონება, რაც არ უნდა სანერვიულო სიტუაციაში იყო. მაგალითად, სამსახურის გასაუბრებაზე წინა დღეს კარგად დაგეგმე რას ჩაიცვამ, რომ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდე და გაიხსენე ყველა ის შემთხვევა, როდესაც თვითკმაყოფილება გიგრძვნია, ეს თავდაჯერებულებას საგრძნობლად შეგმატებს.

ივარჯიშე

30 წუთიანი ვარჯიშიც კი დადებითად იმოქმედებს შენი თვითშეფასების ამაღლებაზე. როდესაც ვარჯიშობ, შენი სხეული ენდორფინებს გამოყოფს, რაც მშვიდს და ბედნიერს გხდის.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს