ნუ დაგეგმავთ შვილის მომავალს - ამას კარგი არაფერი მოსდევს

ნუ  დაგეგმავთ შვილის მომავალს - ამას კარგი არაფერი მოსდევს

შობლები ხშირად აიდეალებენ თავიანთ შვილს, ოცნებობენ ნათელ და აუცილებლად წარმატებულ მომავალზე. მისი ბედის დაგეგმვას ლამის დაბადებიდან იწყებენ. რაც მეტად იზრდება ბავშვი, მით უფრო მატულობს მშობლების ამბიციები.

ბავშვის უცილობელი და ყოველმხრივი წარმატებისკენ დაუცხრომელი სწრაფვის საწყისები თვით მშობლების ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. როცა დედა ან მამა პატარები იყვნენ, ოცნებობდნენ ვირტუოზ მუსიკოსობაზე, კოსმონავტობაზე ან გამომგონებლობაზე. თუმცა სამწუხაროდ, ბავშვური ოცნებები არ აუხდათ. ან კიდევ, სურდათ ბევრი რამ, ბევრ წრეზე სიარული, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოახერხეს. ახლა კი, როცა წამოიზარდნენ, მშობლები ცდილობენ, თავიანთი არარეალიზებული ოცნებები შვილების მეშვეობით განახორციელონ. თუ დედა ბავშვობაში ფორტეპიანოზე დაკვრაზე ოცნებობდა, აუცილებლად ატარებს ბავშვს მუსიკალურ სკოლაში. მით უმეტეს, თუ ეს მოდურიც არის.

აიძულებს ბავშვს შეისწავლოს გამები და სერიოზულად შთააგონებს, რომ ოდესმე აუცილებლად დიდი მუსიკოსი გახდება. შესაძლოა, ამ დროს ვერც კი ხვდებოდეს, რომ მის შვილს მუსიკა საერთოდ არ მოსწონს, ან დედის ძალდატანების წყალობით შესძულდა. სულაც, ხატვა უნდა, მაგრამ არავის სურს ამის გაგონებაც კი. თუ დააკვირდებიან, დაინახავენ, რომ მას სხვა, თავისი ნიჭი აქვს სხვა სფეროებში, მაგრამ თავიანთ აკვიატებულ აზრებში გახლართულ მშობლებს ამის დანახვაც არ უნდათ.

დროთა განმავლობაში ამას ის შედეგი მოაქვს, რომ ბავშვი პასიური ხდება, უინიციატივო.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს