10 აპლიკაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გადმოწერო შენს ”აიფონზე”

10 აპლიკაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გადმოწერო შენს ”აიფონზე”

1. RunKeeper: პროგრამა, რომელიც გამოითვლის თქვენი ნაბიჯების, სირბილის თუ ველოსიპედით სეირნობის მანძილს, გამოიანგარიშებს დამწვარ კალორიებს და გავლილი გზის ზუსტ მანძილს.

2. Weather+: ერთი კლიკი და გაიგებთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ამინდის დეტალურ პროგნოზს.

3. LastPass: თუ გამუდმებით გავიწყდებათ საკუთარი პაროლი, ეს პროგრამა უპრობლემოდ შეგინახავთ ყველა საიტის ლოგინს.

4. Spotify: საუკეთესო აპლიკაცია მუსიკის სტრიმინგისთვის. შეგიძლიათ უფასოდ მოუსმინოთ ნებისმიერ კომპოზიციას და შეინახოთ კიდევაც იმ შემთხვევისთვის, თუ მობილური ინტერნეტი გამოგერთოთ და ირგვლივ ვაი-ფაი სერვისი ვერ იპოვნეთ.

5: Venmo: ყველაზე მარტივი და სოციალური გზა ონლაინზე მყოფი მეგობრებისთვის ფულის გადასარიცხად. აგრეთვე იდეალურია გადასახადების გადახდისთვის.

6. Vine: ძალიან გასართობი, მხიარული და საინტერესო აპლიკაცია 6 წამიანი ვიდეოების დასამზადებლად.

7. Amazon Kindle: თუ გაქვს ”ქინდლი”, აპლიკაციის დაყენების შემდეგ შეგიძლია საკუთარი ბიბლიოთეკა ”აიფონში” გადმოიტანო. თუ არ გაქვს, ”აიფონი” ამ აპლიკაციით ქინდლის ფუნქციასაც შეითავსებს.

8. Instagram: ბევრი ახსნა ჭირდება იმას, რომ ”ინსტაგრამი” აუცილებლად უნდა გადმოწეროთ? ის საუკეთესო აპლიკაციაა ფოტოების გადასაღებად და ეფექტების დასადებად.

9. Google Maps: როდესაც უცნობ ქუჩას ეძებ, ან უცნობ ქუჩაზე ხარ, აპლიკაცია ზუსტ კოორდინატებს შეგატყობინებს. ამასთან, დაჩექინება გაცილებით მარტივი გახდება.

10. Facebook Messenger: რასაკვირველია, პირველ რიგში ”ფეისბუქს” გადმოწერ, ამ სტატიის წაკითხვის გარეშეც, ამიტომ არ დაგავიწყდეს ამ აპლიკაციის გადმოწერაც, ამის გარეშე პირადი გზავნილების გაგზავნა და წაკითხვა არ ხერხდება.

მომზადებულია yahoo.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს