ტომოგრაფიის დროს გაირკვა, რომ ჩინელ ქალს ტვინის ნაწილი აკლდა

ტომოგრაფიის დროს გაირკვა, რომ ჩინელ ქალს ტვინის ნაწილი აკლდა

24 წლის ჩინელი ქალი, ექიმთან გახშირებულმა თავბრუსხვევებმა და გულისრევამ მიიყვანა. ტომოგრაფის გადაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ტვინის ნათხემი აკლდა - ორგანო, რომელსაც ტვინის საერთო მოცულობის 10% უკავია, თუმცა, მისი ნეირონების 50%-ს შეიცავს.

შეგახსენებთ, რომ ნათხემი ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალ განყოფილებას უკავშირდება. იგი მოძრაობით აქტებს არეგულირებს. როდესაც ნათხემის ნორმალურად მუშაობა ირღვევა, ადამიანები კარგავენ ზუსტი, შეთანხმებული მოძრაობების და სხეულის წონასწორობის შენარჩუნების უნარს. ადგილი, სადაც ნათხემი უნდა ყოფილიყო, ქალს საერთოდ არ ჰქონდა. მოგვიანებით, უჩვეულო პაციენტმა ექიმებს უამბო, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში განიცდიდა სიარულის პრობლემას. მან ფეხზე 7 წლის ასაკში გაიარა, ხოლო მისი მეტყველების გარჩევა მხოლოდ 6 წლის ასაკში გახდა შესაძლებელი.

ექიმები ვარაუდობენ, რომ ნათხემის ფუნქციები საკუთარ თავზე ტვინის სხვა ნაწილებმა აიღეს. თუმცა, ზუსტი მიზეზის დასახელებისგან თავს იკავებენ.

 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს