ქართველი "კვერცხულესი" თემო ლოლაძე უკრაინული შოუდან გააძევეს

ქართველი "კვერცხულესი" თემო ლოლაძე უკრაინული შოუდან გააძევეს

უკრაინაში პოპულარული საცეკვაო შოუს Танцуют Все ("ცეკვავს ყველა") შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. ჟიურის წინაშე ბევრი ნიჭიერი და განსხვავებული სტილის მოცეკვავე წარსდა.

ჩვენდა მოულოდნელად, სცენაზე ქართული "ნიჭიერის" მონაწილე, "კვერცხულესად" წოდებული თემო ლოლაძე გამოჩნდა (ალბათ გახსოვთ მისი ექსტრემალური ნომერი "ნიჭიერში", როცა თემომ სასქესო ორგანოზე ბლოკები გადაიმტვრია). თუმცა, ქართული შოუსგან განსხვავებით, თემომ უკრაინულ ჟიურიზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა: "თეიმურაზ, ვერაფერს გეტყვი, იმიტომ რომ ვცდილობდი საერთოდ არ შემეხედა შენთვის. სტუმართმოყვარეობის თვალსაზრისით არ შეიძლება ასეთი რამ უთხრა ადამიანს, მითუმეტეს თუ ის კავკასიიდანაა, ვინაიდან იქ ყველანი სტუმართმოყვარეები არიან, მაგრამ რაც უფრო მალე წახვალ ამ სცენიდან უკეთესი იქნება დარბაზისთვის და პირადად ჩემთვის, ნახვამდის", - უთხრა ქართველ კონკურსანტს ჟიურის წევრმა, ქორეოგრაფმა რადუ პოკლიტარუმ.

თუმცა, "კვერცხულესი" შეუჩერებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით ის რეპეტიციაზე შევარდა და ტრუსისამარა დადგა არჩეულ კონკურსანტებს შორის. ამჯერად, მისი სცენიდან გაყვანა წამყვანმა დიმიტრი ტანკოვიჩმა მოახერხა.

დაგაიმნტერესებთ: | "ნიჭიერის კვერცხულესი" - რას ერჩის თემო ლოლაძე თავის სასქესო ორგანოს

ნახეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს