"უკანონო შვილი არ მჭირდება"

"უკანონო შვილი  არ მჭირდება"

35 წლის თვალში საცემი, მაღალი, შავგვრემანი ქალბატონია. გათხოვილი არასოდეს ყოფილა და ვერც დიდი სასიყვარულო ურთიერთობებით დაიკვეხნის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამსახური მაშინვე იშოვა და ძალიან მალე თავის სფეროში ერთ-ერთ კვალიფიციურ კადრად დაასახელეს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ოჯახშიც მის მშობლებსა და დედმამიშვილს შორის სრული იდილია იყო. თუმცა, აქამდე საკუთარი ოჯახი ვერ შექმნა და ამაზე უპირველესად იმიტომ სტკივა გული, რომ შვილი არ ჰყავს. "კომფორტი მქონდა შინ და გარეთ, მაგრამ სულში ყოველთვის სიცარიელეს ვგრძნობდი"- ღრმა გულისტკივილით დაიწყო საუბარი ქალბატონმა ქეთინომ.

- როგორ დავიჯერო, რომ ამ წლების განმავლობაში ისეთი თაყვანისმცემელი არ გყოლიათ, რომელთანაც ოჯახის შექმნაზე იფიქრებდით, ან უბრალოდ მასთან თავს ბედნიერად გრძნობდით?

- გიკვირთ ხომ?! მეც მიკვირს, არ ვიცი ასე რატომ მოხდა. ბედისწერის მჯერა და ალბათ ეს იყო ჩემი ბედისწერა.

- შეიძლება ყველაფერი წინ გაქვთ, რა იცით?

- ვნახოთ (იღიმის).

- რა ხდებოდა დღემდე? გვიამბეთ...

- ჩემ გვერდით ყოველთვის ტრიალებდნენ მამაკაცები, რასაკვირველია, მეტ-ნაკლებად ამა თუ იმ პიროვნების მიმართ სიმპათიებიც მქონდა, მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი სერიოზულ ურთიერთობებში არ გადადიოდა. უცხოს ტელეფონზე არასოდეს ველაპარაკებოდი. არც ქუჩაში ვაძლევდი ვინმეს გამოლაპარაკების საშუალებას. თაყვანისმცემლები ძირითადად სამეგობრო და საახლობლო წრიდან მყავდა, მაგრამ ზედმეტს მათაც არ ვაკადრებინებდი. დასაწყისში მკითხეთ, თაყვანისმცემელი არ გყოლიათ, რომელთანაც ოჯახის შექმნაზე იფიქრებდით, ან, უბრალოდ, მასთან თავს ბედნიერად გრძნობდითო. გასაგებია ამ მეორე წინადადებაში რა იგულისხმეთ. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვერასოდეს მექნებოდა მამაკაცთან ურთიერთობა ოფიციალური ქორწინების გარეშე. რაც უნდა დიდი გრძნობა მქონდეს, ვერავის გვერდით ვიქნები იმ სტატუსით, რომელიც მე და ჩემს ოჯახს არ შეგვფერის. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მამაჩემი საკმაოდ მკაცრია. მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის ქალი ვარ, დღემდე, როცა სახლში მისვლა შემაგვიანდება, რომელიმე ოჯახის წევრი მირეკავს და მეკითხება, სად ვარ და შინ როდის მივალ.

- 35 წლის ქალს ეს არ გაღიზიანებთ?

- ზოგჯერ კი, მაგრამ მგონი შევეჩვიე.

- პირადი ცხოვრება რომ არ აგეწყოთ, იქნებ ეს თქვენი ბრალიცაა?

- რატომღაც ყველა ასე მეუბნება. ამ დროს თბილი ვარ, ყურადღებიანი, შემიძლია მამაკაცს ისეთი სიურპრიზები მოვუწყო, რომ გავაოგნო, მაგრამ ამის საშუალება არ მეძლეოდა. თუმცა, ახლა, ბოლო რამდენიმე თვეა, ისე ვიქცევი, როგორც 16 წლის გოგონა (იღიმის)

- და რა შეიცვალა?

- ბევრი რამ. ილიკო ჩემი სტუდენტია და შესაბამისად ჩემზე გაცილებით უმცროსი. არ ვიცი, რით მომხიბლა, მაგრამ ფაქტია რომ ამ ბავშვს არაფერი ეშლება.

- "ბავშვი"რომ უწოდეთ, არ ეწყინება?

- მას ისე ვექცევი, როგორც სრულფასოვან მამაკაცს, იმიტომ, რომ საოცრად მამაკაცურია. ხშირად მე უფრო ვარ ბავშვი, ვიდრე ის. შეიძლება ეს ყველაფერი მისი ოჯახური ტრაგედიის ბრალია. 7 წლის იყო, როცა მამა დაეღუპა და დედისა და დის რჩენა საკუთარ თავზე აიღო.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს