ხუთი შვილის დედამ კოშმარული სიზმრის შემდეგ წონაში დაიკლო

ხუთი შვილის დედამ კოშმარული სიზმრის შემდეგ წონაში დაიკლო

ხუთი შვილის დედამ წონაში დაკლება კოშმარული სიზმრის შემდეგ გადაწყვიტა, რომელშიც მისი სახლი იწვოდა, ხოლო მეხანძრეები ზედმეტი წონის გამო, მის სახლიდან გამოყვანას ვერ ახერხებდნენ. 40 წლის მასწავლებლის ასისტენტი კიმ ლი, 26 ზომის ტანისამოსს ატარებდა და ზედმეტი წონა მას დიდ დისკომფორტს უქმნიდა. მისი თქმით, იგი კიბეზე ასვლასაც ვერ ახერხებდა შესვენებების გარეშე.

კოშმარული სიზმარი, რომელშიც კიმი ცოცხლად დაიწვა, მისთვის მოტივაციად იქცა. ამის გამო, მან საბოლოოდ გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა. დიეტის დაწყების შემდეგ, კიმმა 26 ზომის ტანისამოსი 10 ზომით შეცვალა.

ხუთი შვილის დედამ წონაში დაკლება საკვები რაციონის შეცვლითა და ვარჯიშით მოახერხა. "ახლა მე უფრო ჯანმრთელი ვარ და ბავშვებთან ერთად, დროის გატარება ბევრად უფრო მარტივი გახდა", - ამბობს კიმი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს