ძროხამ ექვსფეხა ხბო გააჩინა

ძროხამ ექვსფეხა ხბო გააჩინა

ჩინეთში ხბო ექვსი კიდურით დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიას ფერმერმა ჟან გონქსუნმა მიაწოდა.

ხბოს დამატებითი ორი კიდური დედის მუცელში განუვითარდა.

"დედამისს ხუთი წელი ვზრდიდი და მის ოთხ მშობიარობას შევესწარი, მიუხედავად ამისა, ასეთი ჯერ არაფერი მინახავს. ხბოს დამატებითი ფეხები დისკომფორტს არ უქმნის, უბრალოდ მათი გამოყენება და გამოძრავება არ შეუძლია. მას შემდეგ, რაც მეგობარმა ფოტოები ინტერნეტში გამოაქვეყნა, ყველას უნდა მისი ნახვა და ფოტოს გადაღება. ჩემს ფერმასთან ყოველდღე ხალხის რიგები დგას. ხბოს გადაღება ტელევიზიის წარმომადგენლებსაც სურთ", - ამბობს ფერმერი.

ვეტერინარები უარყოფენ ხმებს, რომ დამატებითი ფეხები გენეტიკური მუტაციის შედეგია. მათი აზრით, ძროხის მუცელში ორი ნაყოფი იზრდებოდა, ერთ-ერთი აღარ განვითარდა და განვითარებულ ორგანიზმს შეუერთდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს