რუსმა გოგონამ საკუთარი "მერსედესი" სვაროვსკის თვლებით მორთო

რუსმა გოგონამ საკუთარი "მერსედესი" სვაროვსკის თვლებით მორთო

არ გეგონოთ, რომ ეს ძვირფასი თვლებით მორთული მანქანა, რომელიმე არაბ მილიონერს ეკუთვნის. 21 წლის რუსმა სტუდენტმა დარია რადიონოვამ თავისი 25,000 ევროდ ღირებული "მერსედესი", 20,000 ევროს სვაროვსკის თვლებით მორთო, რომელთა საერთო რაოდენობა ერთ მილიონს უდრის.

ლონდონის ცენტრში გაჩერებულმა ბრჭყვიალა მანქანამ გარშემომყოფთა ყურადღება მიიპყრო. როგორც გაირკვა, მანქანის მფლობელი რუსი გოგონა დიდ ბრიტანეთში ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს. თუმცა, ჟურნალისტებმა ჯერჯერობით ვერ გაარკვიეს, ვინ დააფინანსა სტუდენტის ასეთი ძვირად ღირებული სიამოვნება.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს