მეცნიერებმა დედამიწის განადგურების ახალი თარიღი დაასახელეს

მეცნიერებმა დედამიწის განადგურების ახალი თარიღი დაასახელეს

მეცნიერები დედამიწის აღსასრულის ახალ თარიღს ასახელებენ. ამჯერად წინასწარმეტყველთა როლში ამერიკელი მკვლევარები გვევლინებიან, რომლებიც კაცობრიობის აბსოლუტური განადგურების თარიღს ამხელენ. 2880 წლის 16 მარტს დედამიწაზე სიცოცხლე აღარ იქნება.

სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ სწორედ ამ დღეს დაგვეჯახება გიგანტური ასტეროიდი და შესაბამისად დადგება სამყაროს აღსასრული. ასტეროიდს სახელიც უწოდეს, მას 1950 დიეი ჰქვია.

თუ შეჯახება მოხდება, აფეთქების სიძლიერე მათი მონაცემებით 45 000 მეგატონი ტროტილის ექვივალენტური იქნება. შეჯახება გიგანტურ აფეთქებას და ცუნამს გამოიწვევს, რის შედეგადაც შეიცვლება დედამიწის კლიმატი და კაცობრიობა განადგურდება.

ბოლოს დედამიწაზე აპოკალიფსისთვის აქტიურად 2012 წლის 21 დეკემბერს ემზადებოდნენ, თუმცა მაშინ სამყაროს დასასრული არ დამდგარა. ცოტა ხნის წინ კი შოტლანდიელმა მეცნიერებმა საერთოდ "გადადეს" არმაგედონის დადგომის თარიღი. ხოლო სენტ ენდრიუს უნივერსიტეტის ექსპერტების პროგნოზებით, ჩვენს პლანეტაზე ყველანაირი ცოცხალი ორგანიზმი მხოლოდ ერთი მილიარდი წლის შემდეგ განადგურდება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით.