უმძიმესი სენით დაავადებულ პატარებს უკანასკნელ სურვილებს უსრულებენ

 უმძიმესი სენით დაავადებულ პატარებს უკანასკნელ სურვილებს უსრულებენ

1977 წელს კრის გრეიჩუსმა, რომელიც ლეიკემიით იყო ავად, და დედამისმა ლინდამ მებაჟე ტომი ოსტინი გაიცნეს. ბიჭმა ტომის უთხრა, რომ პოლიციის ოფიცრობაზე ოცნებობდა, ის კი დაჰპირდა, რომ ნამდვილი პოლიციის ვერტმფრენით გაასეირნებდა.

1980 წელს, როცა კრისის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, დედამისი ტომის დაუკავშირდა და პირობა შეახსენა. ტომიმ თავის უფროსებს დაურეკა, აშშ-ის არიზონის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტიდან და სთხოვა, ერთი გაფრენის ორგანიზება მოეწყოთ ბიჭისთვის.

უფროსებს ის კი არ უთქვამთ, მეტი საქმე არ გვაქვსო, პირიქით, ყველაფერი გააკეთეს, რომ ბიჭის ოცნება აეხდინათ.

29 აპრილს კრისი ქალაქ ფენიქსიდან საპატრულო ვერტმფრენით აფრინდა და მთელი დღე გაატარა უსაფრთხოების დეპარტამენტის შტაბში. საღამოს კი მას არიზონის შტატის საპატიო პოლიციელის წოდება მიანიჭეს.

ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. სულ ორ დღეში კრისისთვის პატრულის ფორმა შეკერეს. იპოვეს მოტოციკლი ელემენტებზე, რომლითაც ბიჭმა წარმატებით ჩააბარა მართვის გამოცდები (რომელ პატრულს არ ჰყავს საკუთარი მოტოციკლი?).

2 მაისს ბედნიერი კრისი საავადმყოფოში დაბრუნდა. მან ითხოვა, რომ ფორმა მის თვალწინ დაეკიდებინათ...

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს