ახალი გაცნობის საიტი მარიხუანას მოყვარულთათვის გაიხსნა

ახალი გაცნობის საიტი მარიხუანას მოყვარულთათვის გაიხსნა

კალიფორნიაში მცხოვრებმა 28 წლის მეწარმემ და, როგორც თავად ამბობს, მარიხუანას რეგულარულმა მომხმარებელმა, რაიან მოქსონმა ახალი სოციალური ქსელი შექმნა. მისი თქმით, ამისკენ იმან უბიძგა, რომ მიხვდა, მისი ოცნების გოგონას მხოლოდ ერთი მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა: უნდა ყვარებოდა მარიხუანა. ვებ-საიტს 420single.net ქვია და მას უკვე 23 ათასი მომხმარებელი ჰყავს.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ძირითადად ამერიკის დასავლეთ სანაპიროდან არიან. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის არის, რომ ვაშინგტონსა და კოლორადოში 2012 წელს მარიხუანას ლეგალიაზაცია მოხდა.

"საიტზე დარეგისტრირება იმას ნიშნავს, რომ მარიხუანას ეწევი და გიყვარს. მე ადამიანებთან ურთიერთობაში ყოველთვის დისკომფორტს მიქმნიდა იმის კითხვა, ეწეოდნენ თუ არა მარიხუანას, ალბათ მხოლოდ მე არ ვარ ასეთი. ამ ვებ-საიტით ეს პრობლემა უკვე აღარ იარსებებს, რადგან თუ ჩვენთან წევრიანდები, ე.ი. მარიხუანა გიყვარს", - განაცხადა მოქსონმა.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მოხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს