5 ნიშანი იმისა, რომ დროა დიეტა შეწყვიტოთ

5 ნიშანი იმისა, რომ დროა დიეტა შეწყვიტოთ

დგება დრო, როდესაც უნდა შეწვიტოთ დიეტა.

1. როდესაც ლანჩზე თანამშრომლებს ყოველთვის უარს ეუბნები სენდვიჩის საჭმელად წასვლაზე და მაღაზიაში იოგურტს ყიდულობ.

2. როდესაც იცი, ზუსტად რამდენი კალორიაა ნახევარი კოვზით დატკბობილ ლიმნიან ჩაიში.

3. როდესაც უკვე აღარ შეგიძლია გაარჩიო სადილი და მსუბუქი წახემსება. მაგალითისთვის, როდესაც გეკითხებიან, სალათი ხომ არ გინდაო და პასუხობ, არა მადლობა, წეღან ნახევარი ვაშლი შევჭამეო.

4. როდესაც საკონდიტრო მაღაზიაში შესვლისას ცივი ოფლი გასხავთ და მიუხედავად ამისა, იქიდან შენაძენის გარეშე ბრუნდებით.

5. როდესაც ფიქრობ, რომ მოხარშული ქათამი, უცხიმო ყველი და კიტრი ძალიან გემრიელი საკვებია. შეიძლება ამას გულის სიღრმეში არც ფიქრობ, მაგრამ თავს იმით ინუგეშებ, რომ სამაგიეროდ მხოლოდ 37 კალორიას მიიღებ. ამ და ზემოთჩამოთვლილ ფაქტებში თუ საკუთარ თავს გამოიჭერთ და ამოიცნობთ, იცოდეთ, დროა დიეტა შეწყვიტოთ, ეს უკვე მეტისმეტია!

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს