როგორ უნდა გახდე "ბოსი" - რამდენიმე აუცილებელი წესი

როგორ უნდა გახდე "ბოსი" - რამდენიმე აუცილებელი წესი

თუ დასაქმებულთაგან ერთნი მთელ ცხოვრებას ერთ პოზიციასა და ხელფასის მომატებაზე ოცნებაში ატარებენ, მეორენი სწრაფად მიიწევენ ზევით კარიერულ კიბეზე. პატივმოყვარეობა, ამბიციურობა და პროფესიულ საქმეში სრულყოფილებისკენ სწრაფვა - შესანიშნავი თვისებებია მომავალი "შეფისთვის". რა იდეებით უნდა იხელმძღვანელოთ, როცა თვალი დირექტორის სავარძელზე გიჭირავთ?

1. დააკონკრეტეთ და ფეხდაფეხ მიჰყევით თქვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. მხოლოდ თქვენი საპასუხისმგებლო საქმე აკეთეთ და ნუ გადაერთვებით დამხმარე ფუნქციებზე.

2. არსებული პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, აირჩიეთ მაღალანაზღაურებადი პოზიცია. უფროსებს თვალში სწორედ მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები ხვდებიან, რომლებისგანაც მაღალ შედეგებს ელიან. მოუტანეთ შემოსავალი კომპანიას და ისარგებლეთ თქვენც.

3. ხელმძღვანელს რიგითი თანამშრომლებისაგან ფართო თვალსაწიერი გამოარჩევს. ნუ იზარმაცებთ, ყოველ წელს შემატეთ თქვენს მიღწევებს ერთი პუნქტი მაინც. თუნდაც კიდევ ერთი უცხო ენის შესწავლა, ან კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გარკვევა.

4. წაუყენეთ საკუთარ თავს ყოველდღიური წესი - გამოყავით დრო, რათა მიღწეული გააანალიზოთ და მომდევნო ნაბიჯები დაგეგმოთ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს