კვერცხის ნაჭუჭით დამზადებული 3 უნიკალური ხალხური რეცეპტი

კვერცხის ნაჭუჭით დამზადებული 3 უნიკალური ხალხური რეცეპტი

ყველასთვის ცნობილია, კალცის ნაკლებობა რამდენ პრობლემას იწვევს ადამიანის ორგანიზმში, ნებისმიერ ასაკში. ბავშვებში კალცის ნაკლებობა განსაკუთრებულად საშიშია. კალცის მარაგის შესავსებად ხშირად ვიღებთ სხვადასხვა პრეპარატს, საკვებ პროდუქტს, რომელიც კალცით არის გაჯერებული. თუმცა ხალხურ რეცეპტებში ხშირად შეგხვდებათ კვერცხის დაფქული ნაჭუჭი, რომელსაც დღეს ტრადიციული მედიცინაც აღიარებს და ჰომეოპათებიც აქტიურად იყენებენ. ის კალცის ბუნებრივი საბადოა, მისგან კი ადვილად მზადდება სხვადასხვა ნარევი, რომლებიც კალცის მარაგს უვსებს ადამიანს. განსაკუთრებით სასურველია კვერცხის ნაჭუჭის მიღება შემოდგომასა და გაზაფხულზე.

რეცეპტი 1

ერთი კურსისთვის საჭიროა, რომ 10 უმი კვერცხის ნაჭუჭი კარგად გარეცხოთ, გააშროთ და შემდეგ კარგად დაფქვათ, რაც შეიძლება წმინდად. შემდეგ ეს ნაჭუჭი მოათავსოთ პატარა ჭურჭელში და დაასხათ იმდენი ლიმონის წვენი, რომ ნაჭუჭი დაფაროს. შემდეგ ეს ნარევი, თავდახურული, 10 დღით უნდა დადგათ ბნელ ადგილას. 10 დღის შემდეგ იმდენივე თაფლი უნდა დაასხათ, რამდენიც ნარევია.

რეცეპტი 2

ვისაც თაფლის აუტანლობა აქვს, მას შეუძლია, მხოლოდ ლიმონისა და კვერცხის ნაზავი მიიღოს, თუნდაც ცოტა ანადუღარი წყლის გაზავებით.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს