ჩაანაცვლებს თუ არა "ელო" "ფეისბუქს" - ახალი სოციალური ქსელის მომხარებლები ელვისებური სისწრაფით იზრდება

ჩაანაცვლებს თუ არა "ელო" "ფეისბუქს" - ახალი სოციალური ქსელის მომხარებლები ელვისებური სისწრაფით იზრდება

ვინაიდან "ფეისბუქი" ყველა იმ პროფილს დაბლოკავს, რომლის შემქმნელსაც ნამდვილი სახელი არ აქვს მითითებული, ძალიან ბევრმა დრეგ ქვინმა და ტარსნგენდერმა, ასევე მათ, ვინც სხვა სახელით არიან  დარეგისტრირებულნი, სოციალური ქსელის გამოიცვლა და დამოუკიდებელ საიტ "ელოზე" გადასვა დაიწყეს.

სოციალურ ქსელ "ელოს" შემქმნელი პოლ ბადნიცი, რომლის საიტსაც "ანტი-ფეისბუქს" უწოდებენ, ძალიან მოხარულია, რომ ლგბტ მომხმარებლები "ფეისბუქიდან" მის საიტზე გადადიან.

""ელოზე" ყოფნისთვის არაა საჭირო ნამდვილი სახელი გამოიყენო. ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს, იყვნენ ისეთები, როგორიც თავად სურთ, რომ იყვნენ. ერთადერთი მოთხოვნა არის წესების დაცვა, რომელიც განთავსებულია საიტზე. ჩვენ ნულოვან ტოლრენატობას ვუცხადებთ სიძულვილს, ტროლვას და სხვა ნეგატიურ ქცევებს. ასევე დავბლოკავთ ყველას, ვინც ამას არ გაითვალისწინებს", - ამბობს საიტის შემქმნელი.

არსებული ინფორმაციით, "ელო" არ ყიდის რეკლამებს და არც აპირებს. "თქვენ ხართ ადამიანები და არა მონაცემთა ბაზა", - ეს არის "ელოს" სლოგანი და დაპირება.

საიტის მომხმარებლების რიცხვი რეკორდული სისწრაფით იზრდება. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "ელო" "ფეისბუქისთვის" კონკურენციის გაწევას.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს