როგორ დავიკლოთ წონაში - ნატა გაგუას ოქროს რჩევები

როგორ დავიკლოთ წონაში - ნატა გაგუას ოქროს რჩევები

ყველაზე ეფექტური დიეტა, წონაში დაკლება სწრაფი მეთოდით - ამ სათაურებით სტატიებს ყოველდღე უამრავ ინტერნეტსაიტსა თუ ჟურნალში ამოიკითხავთ. რეალურად წონის პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას, მაგრამ ცოტა თუ მოიფიქრებს, რომ ექიმ-ნუტრიციოლოგს მიაკითხოს.

ნატა გაგუა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროფესიონალია. მის პაციენტებს შორის უამრავი ცნობილი სახეა, მაგრამ მათზე საუბარს პრესასთან თავს არიდებს და პაციენტის უფლებებს ბოლომდე იცავს. მისი რჩევები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია და დახმარებას უამრავი ადამიანი სთხოვს.

- ქალბატონო ნატა, ბოლო რამდენიმე წელია ცნობილი სახეები ხშირად საუბრობენ წონის პრობლემების შესახებ, უბრალოდ, კომპლექსი მოეხსნათ თუ ახლა დადგა ეს პრობლემა ქვეყანაში?

- დღეს ჯანმრთელობა ჩვენი პირადი კაპიტალია, ცნობილი სახეები მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია, იყო ჯანმრთელი, თუნდაც იმისათვის, რომ წარმატებული კარიერის შენარჩუნება შეძლო. ჯანსაღი კვებისა და ნორმალური წონის გარეშე ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნება შეუძლებელია. ამიტომ საუბრობენ წონის პრობლემებზე ასე აქტიურად და გულწრფელად.

- პერიოდულად ვრცელდება მოდური დიეტები, სხვადასხვა ცნობილი სახის რჩევები, რასაც ყველა აიტაცებს ხოლმე. რამდენად რეკომენდებულია, ყველამ ერთი სახის დიეტა აკეთოს?

- წონის მატებას ბევრი მიზეზი აქვს, ბრმად სხვისი დიეტის "მორგებამ" შეიძლება, შედეგი არ მოგცეთ, უფრო მეტიც, შეიძლება, ორგანიზმში არასასურველი ცვლილებები გამოიწვიოს, ჩემი აზრით, დიეტა უნდა იყოს ინდივიდუალური და დაბალანსებული.

- რატომ სუქდებიან ადამიანები?

- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განსაზღვრით, სიმსუქნე წარმოადგენს ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებას. სიმსუქნე არა მარტო მძიმე, ქრონიკული, კერძოდ, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსროვანი დაავადებების რისკფაქტორს შეიცავს, არამედ სერიოზული ესთეტიკური პრობლემაა. ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ ფიზიკური აქტივობის უკმარისობა, არასწორი და დაუბალანსებელი კვებაა. ასევე არსებობს ჭარბი წონის ფსიქოლოგიური მიზეზები, დაბალი იმუნიტეტი, გენეტიკური განწყობა, ენდოკრინული დარღვევები... თუ გაცხიმოვნება ენდოკრინული დისბალანსით არის განპირობებული, ორგანიზმის ჰორმონული წონასწორობის აღდგენა მკურნალობის სტრატეგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, კომპლექსურად, სწორ კვებით ქცევასა და ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად.

- ბოლო დროს გააქტიურდა წყლის დალევის პროპაგანდა. დღეში რამდენი წყალი უნდა დავლიოთ და აუცილებელია, ონკანის იყოს?

- ზოგადად, 450 გრამ სხეულის მასაზე უნდა მივიღოთ მინიმუმ 14 გრამი წყალი, ანუ დღე-ღამეში ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა მიიღოს 2-2,5 ლიტრი წყალი, აქედან 3/4 - მხოლოდ ჩვეულებრივი წყალი და 1/4 - ჩაი, ხილის უშაქრო წვენი, ყავა. ონკანის წყალი, თუ კარგი გაფილტრულია, დასაშვებია.

- უკავშირდება თუ არა სიმსუქნე უშვილობას?

- დღეს სიმსუქნე ქალის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიიჩნევა, თუმცა ეს ურთიერთკავშირი უძველესი დროიდანვე იყო ცნობილი. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე აღნიშნავდა კავშირს სიმსუქნესა და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას შორის. სიმსუქნე ახალგაზრდა ქალებში გინეკოლოგიური დაავადებების განვითარების საშიშროებას ქმნის. ეს შეიძლება იყოს მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, ონკოდაავადებები და სხვა.

არსებობს მონაცემები, რომ საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის მქონე ქალების 60% ჭარბწონიანია. პოლიკისტოზური საკვერცხეები კი ენდოკრინული უშვილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სხეულის მასის მკვეთრ მატებას თან სდევს მენსტრუალური ციკლის დარღვევები, რაც ხშირად პირველადი და მეორადი უშვილობის მიზეზია. ევროპაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბწონიან ქალებს შორის, უშვილობა 2,7-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ქალებში. ამრიგად, სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება გინეკოლოგიურ დაავადებებსაც წაიკითხეთ გაგრძელება

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები დედაქალაქის უბნებსა და საჯარო სკოლებში უსაფრთხოების კამპანიას იწყებენ

დავით ნარმანია ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების შესახებ ახალ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო

ომი, რომლის ბრძოლებსაც ვიგებთ - თებერვალში მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს!