10 რამ, რასაც ბავშვი არასოდეს დაგივიწყებს

10 რამ, რასაც ბავშვი არასოდეს დაგივიწყებს

ადამიანის ცხოვრება ბავშვობის მილიონობით მოგონებისგან შედგება, რომლებიც მიუღია მას ოჯახის, მეგობრების თუ უბრალოდ სხვადასხვა ადამიანის წრეში. ყველა მოგონება ნამდვილად არ იწვევს ღიმილს, მაგრამ მათ შორის მაინც არის საოცრად ბედნიერი მომენტები, რომლებსაც ადამიანები ყოველთვის იგონებენ, მძიმე წუთებშიც, და ისინი მათ მხნეობას მატებენ. თუ გვინდა, რომ ჩვენს შვილებსაც დარჩეთ ასეთი მოგონებები, ამას ხელი უნდა შევუწყოთ, არც ისე ბევრი რამით:

1. წაუკითხეთ მათ. დიახ, ეს თავისთავადაც ლამაზია, მაგრამ გარდა ამისა, როცა ბავშვს რაღაცას უკითხავთ, ამ დროს საოცარ, ზღაპრულ სამყაროს უქმნით, ის თქვენთან ერთად მოგზაურობს და თქვენთან სიახლოვესაც განსაკუთრებულად გრძნობს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლისაა ბავშვი, ყოველთვის უხარია, როცა მშობელი უკითხავს. იკითხეთ ბევრი მასთან ერთად...

2. მოუსმინეთ. თანამედროვე გადარეულ სამყაროში ძალიან იოლია თქვა: "ერთი წუთი მოიცადე, ჯერ არ მცალია!" რეალობა ისეთია, რომ ერთი წუთის შემდეგაც არ შეიცვლება არაფერი, არც – ერთი საათის, და ბავშვი ხშირად რჩება სასურველი ყურადღების გარეშე. ხოლო როცა მოვინდომებთ და მოვიცლით მოსასმენად, მას უბრალოდ აღარ მოუნდება თავისი სათქმელის გაზიარება, ან დაავიწყდება კიდეც. არადა, ბავშვებს უბრალოდ სურთ ხოლმე მშობლებს გაუზიარონ თავიანთი ცხოვრების ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ მათი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანი მომენტები. ან მოენატრათ დედის თუ მამის სითბო და უბრალოდ მოიგონეს რაღაც სათქმელი, რომ მათი ყურადღება მიიპყრონ. ბავშვს ხომ მხოლოდ ჩაცმა-დახურვა, კვება, წრეებზე ტარება და მომავლის დაგეგმვა არ სჭირდება, მას ყველაზე მეტად მშობელთან ურთიერთობის, თამაშის, მოსმენის, სითბოსა და ყურადღების მოთხოვნილება აქვს. ამიტომ, სანამ მოიცილებთ "ერთი წუთით", იფიქრეთ იმაზე, რომ ტელეფონი, კომპიუტერი, სოციალური ქსელები და ტელევიზორი არ განაწყენდებიან, არ მიიღებენ სულიერ ტრავმას და არ დაივიწყებენ არაფერს. ბავშვებისგან განსხვავებით.

3. ჩაეხუტეთ. არ აქვს მნიშვნელობა, პატარები ვართ თუ დიდები, ყველას გვჭირდება სითბო. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგიერთს ხშირად სჭირდება მოფერება და ალერსი, ვიღაცისთვის დღეში ერთი ჩახუტებაც კი საკმარისია, უბრალოდ, უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის მოთხოვნილებებს და არ უთხრათ უარი. ოღონდ კი არ ჰკითხოთ, ჩაეხუტოთ თუ არა.

4. დაამკვიდრეთ ოჯახური ტრადიციები. მაგალითად, კვირაში ერთხელ მოაწყვეთ კინოს საღამო, როცა მთელი ოჯახი ერთად უყურებს ფილმს. ან მოაწყვეთ ნარდის, ქალაქობანას, ჭადრაკის, კიდევ სხვა რამის საოჯახო ჩემპიონატი. მოაწყვეთ ოჯახური პიკნიკები. მთავარია, ყველა ერთად იყოთ ამ დროს და მნიშვნელობა არ აქვს, რას მოიფიქრებთ. ეს ტრადიციად უნდა იქცეს და კვირაში ერთ დღეს მაინც ოჯახის წევრები ერთად უნდა ატარებდნენ.

5. ერთად საუზმობა ან ვახშმობა. დრო მალე გარბის, მზადებას, მუშაობას ბევრი დრო მიაქვს. არადა, სხვადასხვა გრაფიკის ფონზე მაინც აუცილებელია, დღეში ერთი კვება მაინც ისე დაიგეგმოს, რომ მთელი ოჯახი ერთად მიუსხდეს მაგიდას. ოჯახური საუზმე, სადილი თუ ვახშამი საუკეთესოა ურთიერთობებისთვის, აზრების გასაცვლელად, ასევე იმისთვის, რომ დღეში ერთხელ მაინც მთელი ოჯახი ჯანსაღად იკვებებოდეს და არა გადარბენებზე – ცომეულით, ფასთფუდებით, ჩიფსებით და სხვა მავნე პროდუქტებით.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს