წერილი რედაქციას - "ცოცხალ შვილს ყოველდღე დავტირი..."

წერილი რედაქციას - "ცოცხალ შვილს ყოველდღე დავტირი..."

წერილი, რომელსაც ახლა გაეცნობით, ჟურნალმა "რეიტინგმა" ორი დღის წინ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან მიიღო. შუახნის ქალბატონი საკუთარ შეცდომაზე წერდა. როგორც მისი წერილიდან ირკვევა, არ უნდა რომ იგივე სხვებმაც გაიმეორონ. ქალბატონი ეთერის წერილი იმედია სხვა დედებსაც დააფიქრებს.

***

დაჩი - ჩემი ერთადერთი შვილი ხელის გულზე გავზარდე. მე და ჩემი მეუღლე არაფერს ვაკლებდით. სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვს თბილისში ოროთახიანი ბინა ვუყიდეთ. უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო სამსახური რომ იშოვა და დღემდე იმ კომპანიაში მუშაობს. ამ წლების მანძილზე რამდენიმე პოზიციით წინ წავიდა, მაგრამ ახლა აღარ ვიცი რა იქნება.

შვილი თვეში ერთხელ რაიონში ჩამოდიოდა და ჩვენთვის ეს ორი დღე დღეობად იქცეოდა ხოლმე. ოც წელს რომ გადააბიჯა ერთხელ შევაპარეთ, დაქორწინებას ხომ არ აპირებდა, მაგრამ მტკიცე უარი გამოგვიცხადა. მას შემდეგ აღარ შეგვიწუხებია.

ორი წლის წინ გვითხრა, რომ შეყვარებული ჰყავდა, თავისი თანამშრომელი და ცოლად მოყვანა უნდოდა. ძალიან გაგვიხარდა და ვთხოვეთ თბილისში ჩამოსულებისთვის საცოლე გაეცნო, მაგრამ ვერ დავითანხმეთ. იმ დღის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და დაოჯახებაზე ხმა აღარ ამოუღია, სანამ ერთ დღეს მამამისმა არ ჰკითხა, ქორწილისთვის მზადება როდის დაგვეწყო.

სწორედ მაშინ გამოგვიტყდა, რომ გოგონა, რომელიც უყვარდა განათხოვარი იყო და ხუთი წლის შვილი ჰყავდა. ამის გაგონებაზდე თავზარი დაგვეცა, საკუთარი შვილი ლამის სახლიდან გავაგდეთ. მამამისი დაემუქრა, რომ შვილიან ქალს ცოლად თუ მოიყვანდა თბილისის სახლს წაართმევდა. იმ ღამეს გათენებას არ დაელოდა და მანქანით თბილისში წამოვიდა.

მთელი ღამე ვლოცულობდი, რომ მშვიდობით ჩასულიყო, მე ვერ გავბედე და გათენებას მამიდაშვილს დავარეკინე და მითხრა, რომ კარგად იყო. ორი თვე ისე გავიდა, რომ დაჩის არ დაურეკავს. მე და ჩემი მეუღლე ვიტანჯებოდით, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაჯობეთ. ერთ საღამოს თვითონ ჩამოვიდა. გამხდარი იყო, გაუბედურებული. რომ დავინახე გული გამისკდა. გვითხრა, როგორც თქვენ გინდათ, ისე იქნება. იმ გოგონას ცოლად არ მოვიყვან, მაგრამ ხმა აღარ ამოიღოთ რატომ არ ვქორწინდები და რაღაც სისულელეებიო. ისე გაგვიხარდა, რომ ორივემ თავი დავუქნიეთ. გვეგონა, არჩევანი, რომელიც დაჩიმ ჩვენ სასარგებლოდ გააკეთა, მის ცხოვრებაზე უფრო კარგად იმოქმედებდა.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს