5 პირობა, რომელიც საკუთარ თავს უნდა მისცეთ

5 პირობა, რომელიც საკუთარ თავს უნდა მისცეთ

ცხოვრება ყოველთვის ნათელი და ფერადი დღეებისგან არ შედგება. ზოგჯერ ძალიან რთულია ყოველდღიურობასთან გამკლავება. სწორედ ასეთ დროს არ უნდა შევჩერდეთ და წინსვლა განვაგრძოთ. გავთავისუფლდეთ ნეგატიური ადამიანებისგან, რომლებიც გასწავლიან, რა უნდა და რა არ უნდა გააკეთოთ. მიეცით საკუთარ თავს პოზიტიური დაპირებები.

არ მისცეთ წარსულს უფლება, იმოქმედოს თქვენს მომავალზე

წარსულ გამოცდილებას, როგორი ნეგატიურიც არ უნდა იყოს იგი, ბევრი რამის სწავლება შეუძლია ჩვენთვის. თუკი წარსულში ჩადენილი რაიმე ქცევა აწმყოშიც არ გაძლევთ მოსვენებას, სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ მასზე ფიქრი და მომავალზე ირიენტირდეთ. დრო და წარსული გამოცდილება - საუკეთესო გზაა განვითარებისკენ, რომელიც დაგეხმარებათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.

იყავით საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი

"კეთილისმყოფელებმა" თქვენ გასწავლეს, რომ ყველანაირ უბედურებაში დამნაშავე მშობლები, მასწავლებლები, განათლების სისტემა, მთავრობა და ყველა გარშემომყოფი ადამიანია. დაივიწყეთ ეს ყველაფერი, საკუთარ წარუმატებლობაში დამნაშავე თქვენვე ხართ. თქვენ ცხოვრებაზე პასუხისმგელობა მხოლოდ თქვენ გეკისრებათ.

იცხოვრეთ ისე, როგორც ეს თქვენ გსურთ და არა ისე, როგორც ეს გარშემომყოფებს უნდათ

მიეცით საკუთარ თავს უფლება, იაროთ იმ გზით, რომელსაც თქვენთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია და გახსოვდეთ, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ახლა თქვენს გვერდზეა, უარს იტყვის ამ გზაზე სიარულზე. ზოგჯერ, როდესაც ბედნიერების მიღწევას ცდილობთ, თქვენი ქმედებები და მოსაზრებები წინააღმდეგომაში მოდის სხვა ადამიანების მსოფლმხედველობასთან. ამიტომ თუკი ბედნიერების მიღწევა გსურთ, რაღაც დათმობებზე წასვლაც დაგჭირდებათ.

ურთიერთობები, რომლებსაც არსად მიყავხართ

ადამიანების უმეტესობა თვქენს ცხოვრებაში მხოლოდ იმიტომ მოდის, რომ რაიმე გასწავლოთ. ისინი მიდიან და მოდიან და თუკი ვინმემ თქვენი ცხოვრებიდან წასვლა გადაწყვიტა, არაფერი საგანგაშო ამაში არ არის. ურთიერთობები არ გრძელდება სამუდამოდ, თუმცა, ნებისმიერი ურთიერთობიდან სასარგებლო გაკვეთილის მიღებაა შესაძლებელი. ზოგჯერ, როდესაც რომელიმე ადამიანთან დიდი დრო გაქვთ გატარებული და შემდეგ კი ის თქვენი ცხოვრებიდან ქრება, უცნაური გრძნობა გეუფლებათ ხოლმე... მაგრამ ასეთია ცხოვრება.

არ მისცეთ რაიმე სიტუაციას უფლება, სამუდამოდ გააქროს თქვენი სახიდან ღიმილი

ყველაზე საშინელ დღეებშიც კი არ დაგავიწყვეთ, რომ თქვენ თქვენ ხართ. შეეცადეთ იფიქროთ იმაზე, რამაც თქვენი ცხოვრება შეცვალა. ბედნიერებისგან სიცილი და ღიმილი ყველა ადამიანს შეუძლია. მაგრამ გაღიმება იმ დროს, როდესაც გეტირებათ, არ არის მარტივი. გახსოვდეთ, რომ სწორედ ამაშია ნამდვილი სიძლიერე. დარწმუნებით იცოდეთ, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია არასოდეს გაჩერდეთ და სიარული განაგრძოთ.

მომზადებულია www.marcandangel.com-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს