რატომ არ ატარებდნენ კამიკაძეები ჩაფხუტებს

რატომ არ ატარებდნენ კამიკაძეები ჩაფხუტებს

კამიკაძეები ჩაფხუტებს არასდროს ატარებდნენ, თუმცა მათ ყოველთვის ეხურათ "საფრენი კეპები", რომელიც მათ თავსა და ყურებს ფარავდა. მსგავსი თავსაბურავი პილოტებს სიცივისგან და სმენის დაკარგვისგან იცავდა, როდესაც თვითმფრინავს სახურავ გადახდილს უწევდათ ფრენა, რათა კარგად დაეზვერათ ჰორიზონტი ან დასაფრენი ადგილი.

კამიკაძეებს რომც ჰქონოდათ თანამედროვე ავიაციის ჩაფხუტები, მათი ტარება დიდი უაზრობა იქნებოდა, ვინაიდან პილოტების მისია მათი თვითმფრინავების გამოყენებით ამერიკული საზღვაო ფლოტის განადგურება გახლდათ. როდესაც თვითმფრინავი მყარ ობიექტს ეჯახება, რეზულტატი პილოტისთვის ყოველთვის სიკვდილია, არ აქვს მნიშვნელობა, რა ახურავს მას თავზე. ამიტომ ტყავის საფრენი კეპი საკმარისი იყო იმისთვის, რომ პილოტი მაღალსიჩქარიანი მანევრების დროს ან ტურბულენტობის ზონაში მოხვედრისას კაბინაში თავის მირტყმის შედეგად გამოწვეული ტრავმებისგან დაეცვა.

არის შემთხვევები, როდესაც კამიკაძეებს მისიის გადადება უწევთ - ტურბულენტობის, ამინდის ან ცუდი ხილვადობის გამო. ასეთ დროს პილოტის თავსაბურავი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ხდება მისიის დასრულებისთვის. მთავარია, ფინალამდე პილოტი დაუზიანებელი მივიდეს, ბოლოს კი გადარჩენის შანსი მაინც მიზერულია.

მომზადებულია mentalfloss.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს