მსოფლიოში ყველაზე კალორიული საუზმე

მსოფლიოში ყველაზე კალორიული საუზმე

ჩრდილოეთ ინგლისში მდებარე კაფე Bear Grill მსოფლიოში ყველაზე მსუყე საუზმით არის ცნობილი, რომლის ენერგეტიკული ღირებულება რვა ათას კალორიას უდრის. საუზმე, სახელწოდებით Hibernator ტრადიციული ინგლისური საუზმის გიგანტურ პორციას წარმოადგენს.

შემკვეთი მიიღებს: ოთხ შემწვარ კვერცხს, ბეკონის რვა ნაჭერს, 7 სოსისს, რვა კარტოფილის კოტლეტს, 4 შემწვარ პურს, შავი პუდინგის 4 ნაჭერს. ასევე საუზმეში შედის: ბარდა, სოკო და კარტოფილი ფრი.

ადამიანებმა, რომლებიც ამ გიგანტური საუზმის მირთმევას გადაწყვეტენ, ხელი უნდა მოაწერონ საბუთს, რომლის მიხედვითაც, ისინი არ წაუყენებენ არავითარ პრეტენზიებს სასადილოს მფლობელებს, თუკი რომელიმე მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება. საუზმის ფასი 32 დოლარია. დაწესებულების მფლობელის თქმით, საუზმე უკვე 20-მა ადამიანმა გასინჯა, თუმცა, ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა მისი ბოლომდე მირთმევა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს