მანიაკები და მკვლელები, რომელთა შესახებაც ჰოლივუდში ფილმებს იღებდნენ

მანიაკები და მკვლელები, რომელთა შესახებაც ჰოლივუდში ფილმებს იღებდნენ

მანიაკალური მდგომარეობა ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა. იგი შეიძლება განვითარდეს შიზოფრენიის, მოხუცებულობის ფსიქოზის, ინფექციური დაავადების, ინტოქსიკაციის, თავის ქალის ტრავმის და სხვა შემთხვევების დროს.

მანიაკების შესახებ, უმეტესწილად, კინემატოგრაფის მეშვეობით გვსმენია. Ambebi.ge გთავაზობთ რეალური მანიკების ისტორიებს, რომელთა საფუძველზეც რამოდენიმე ჰოლივუდური ფილმი გადაიღეს.

ჯონ უეინ ჰეისი, მეტსახელად "მკვლელი - ჯამბაზი" - გააუპატიურა და მოკლა 33 ადამიანი, მათ შორის მოზარდებიც.

საზოგადოებაში ცნობილი იყო, როგორც მეოჯახე და ვორკოჰოლიკი. მუშაობდა ჯამბაზად სხვადასხვა დღესასწაულებზე. მასზე ათეულობით ფილმია გადაღებული. მათ შორის "დაიჭირო მკვლელი" და "ჰეისი".

მანიაკი ჰეისი ჯამბაზი პენივაისის პროტოტიპი გახდა სტივენ კინგის რომანში "It".

ჯეფრი ლაიონელ დამერი - 1978 და 1991 წლების პერიოდში მას 17 მამაკაცი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნები. მათ გვამებს მანიაკი აუპატიურებდა და შემდეგ ჭამდა. სასამართლომ მას 957 წელი მიუსაჯა. დამერზე დოკუმენტური და მხატვრული ფილმებია გადაღებული. მათ შორის ყველაზე ცნობილია Dahmer (2002).

თეოდორ რობერტ ბანდი - მან 30 მკვლელობა აღიარა. იგი იტაცებდა ადამიანებს, შემდეგ კლავდა და აუპატიურებდა, ხოლო მსხვერპლების თავის ქალებს სუვენირების სახით ინახავდა.

ბანდიმ ვაშინგტონის უნივერსიტეტი დაამთავრა, ფსიქოლოგიის განხრით. მასზე გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია "მკვლელობა მდინარე გრინზე" - 2004 წელი.

ჰარი რიჯუეი - ის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანიაკია, რომელმაც 1980-1990-იან წლებში უამრავი ქალი მოკლა. 20 წლის შემდეგ, მისი დადანაშაულება ჩადენილ მკვლელობებში მხოლოდ დნმ-ის ანალიზის მეშვეობით მოხერხდა. 80-იანი წლების დასაწყისში პოლიცია მის დაჭერას სხვა სერიული მკვლელის და ნეკროფილის, ტედ ბანდის მეშვეობით ცდილობდა, რომელმაც მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი შეადგინა. მკვლელის ისტორია ჰანიბალ ლექტორის ისტორიების წყაროდ იქცა.

ედ ჰეინი - 2 მკვლელობა ჩაიდინა, თუმცა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მანიაკის სახელით შევიდა. მან მოკლული ადამიანებისგან კოსტუმები შეკერა. მანიაკი იქცა პროტოტიპად ფილმისთვის "ტეხასური ხოცვა-ჟლეტა ბენზოხერხით".

ეილინ ქეროლ უორნოსი - ეილინი პირველ მანიაკ ქალად ითვლება. მუშაობდა სექს-მუშაკად, რამოდენიმე კლიენტი მოკლა, მიზეზად კი სექსის დროს ძალადობა დაასახელა. ეილინის როლის შესრულებისთვის ფილმში "მონსტრი", ჰოლივუდელმა მსახიობმა შარლიზ ტერონმა ოსკარი მიიღო.

ანდრეი ჩიკოტილო - საბჭოთა ეპოქის ყველაზე ცნობილი და სასტიკი მანიაკი. მის ანგარიშზე 50-ზე მეტი მკვლელობაა. მსხვერპლთა უმეტესობას მოზარდები, ბავშვები და ქალები წარმოადგენდნენ. ჩიკოტილოს მეტსახელად "როსტოველი მფატრავი" უწოდეს. სამართალდამცავთა შეცდომის გამო, მისი მკვლელობებისთვის შეცდომით სხვა ადამიანი იყო გასამართლებული. მასზე გადაღებულია ფილმი Citizen X (1995).

ზოდიაქო - საიდუმლოებით მოცული მკვლელი, რომელიც 1960-იან წლებში ჩრდილოეთ კალიფორნიასა და სან-ფრანცისკოში კლავდა ადამიანებს. ზოდიაქო მან საკუთარ თავს იმ წერილებში უწოდა, რომელსაც სხვადასხვა გაზეთებს უგზავნიდა. წერილებში ასევე ოთხი კრიპტოგრამა იყო, რომელშიც მის შესახებ ინფორმაცია იყო მოთავსებული. ზოდიაქოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მისი მსხვერპლების რაოდენობა 37 ადამიანს უტოლდება.

ჯეკ მფატრავი - ადამიანი, რომელსაც თერთმეტი სასტიკი მკვლლელობა მიეწერება, რომლებიც 1888 წლის აპრილიდან - 1891 წლის თებერვლამდე ჩაიდინა. ყელგამოჭრილ სექს-მუშაკებს ისტ-ენდის სხვადასხვა ქუჩებში პოულობდნენ. მკვლელი თავის მსხვერპლებს შინაგან ორგანოებს აცლიდა და გვამის გვერდით დებდა; რიგ შემთხვევებში დამახინჯებული იყო სასქესო ორგანოები. მკვლელის ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს