ტრაგიკული ისტორია - ''საკუთარმა დამ შურის გამო ოჯახი დამინგრია...''

ტრაგიკული ისტორია - ''საკუთარმა დამ შურის გამო ოჯახი დამინგრია...''

25 წლის ქეთი რედაქციაში გვესტუმრა და საკუთარ ამბავს მოგვიყვა. გოგონა თავს გადამხდარი ამბით შეძრული გახლდათ. უფროსი დის ეჭვიანობამ ქეთის ცხოვრება დაუნგრია და საყვარელ მეუღლეს დააშორა. თუმცა მიზეზი დღემდე არ იცის და ექვსი თვის ბავშვს მარტო ზრდის.

ქეთი:

- მე და ჩემი და დეა დედა-შვილივით ვიზრდებოდით. სიბერის შვილი ვარ და ის ჩემზე 13 წლით უფროსი გახლდათ. ისე მივლიდა, რომ ყველას დედა-შვილი ვეგონეთ. მშობლები სულ სამსახურში იყვნენ, მთელი დღე ერთად ვიყავით. ხანდახან წამოსცდებოდა ხოლმე, შენ გამო არ ვთხოვდები და ალბათ, ყველაზე მეტად შენს გაბედნიერებას ვერ გადავიტანო.

მეზობლები ხუმრობდნენ, ვინც დეას გაიცნობს და თქვენს ურთიერთობას დაინახავს, შენი ცოლად წაყვანა არ მოუნ-დებაო. ყველა ნაბიჯს მიკონტროლებდა, სახლში დაგვიანებაზე სკანდალებს მიწყობდა, მაგრამ არაფერს მაკლებდა და საკუ-თარ ხელფასს მთლიანად ჩემზე ხარჯავდა.

15 წლის ვიყავი, მამა სიმსივნით რომ გარდაიცვალა. ერთ წელიწადში დედაც მიჰყვა. ქალმა საყვარელი ქმრის სიკვდილს ვერ გაუძლო. დავრჩით სახლში მე და ჩემი უფროსი და. ღმერთო მაპატიე, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ მათი სიკვდილი დეას გაუხარდა, რადგან ტირილის უფლებას არ მაძლევდა. არ მინდა, რომ ინერვიულოო და თვითონაც შეუვალი იჯდა.

მარტო დარჩენის შემდეგ ნათესავები ჩვენთან იშვიათად მოდიოდნენ. მის მძიმე ხასიათს ვერავინ იტანდა და ქუჩაში თუ ვინმე შემთხვევით შემხვდებოდა, მეუბნებოდა, მალე გათხოვდი, თორემ შენი დის კლანჭებს თავს ვერასოდეს დააღწევო.

ამ წლების განმავლობაში თუ თაყვანისმცმელი გამოჩნდებოდა, დეა ყველას თავიდან იშორებდა, მაგრამ გოჩა ტელეფონით გავიცანი და ერთი წელი ისე ვმალავდი მასთან ურთიერთობას, რომ ვერაფერი გაიგო. ჩემი შეყვარებული რაიონიდან გახლდათ. თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა და ჩვენი ურთიერთობის გასაიდუმლოებას კარგად ვახერხებდით. მაშინ 23 წლის ვიყავი და საკუთარი სამსახური არ მქონდა. პროფესიით ბიოლოგი ვარ და სახლში რამდენიმე ბავშვს ვამზადებდი. დეა მთელი დღე გასული იყო.

ერთ დღეს ისტერიკით მოვარდა სახლში. როგორც გავარკვიე, გოჩას დედას ჩემი წარსულის გაკითხვა თბილისელი ნათესავისთვის დაუვალებია და ასე მივიდნენ ჩემს დამდე, რომელიც შოკში ჩავარდა, გოჩას შესახებ რომ გაიგო.

იმ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. მოსიყვარულე და ჩემზე მზრუნველი და ნამდვილ მონსტრად გადაიქცა. მობილური ტელეფონი წამართვა და სამსახურში დაჰქონდა. შინ კი სახლის ტელეფონი გათიშა, რომ გოჩას იქ არ დაერეკა. მოულოდნელად მოდიოდა სახლში, რომ ენახა, სადმე ხომ არ ვიყავი გასული. ცხოვრება აუტანელი გახდა. ბოლოს მოვიფიქრე, ჩემს ერთ-ერთ მოსწავლეს ვთხოვე და კვირაში სამჯერ, როდესაც გაკვეთილზე მოდიოდა, გოჩას მისი ტელეფონით ვესაუბრებოდი. ერთ დღეს კი გაპარვა გადავწყვიტეთ. ძალიან მარტივად გავიქეცით სახლიდან და ერთი კვირით გოჩას ბებიასთან იმერეთის ერთ-ერთ სოფელში გავიპარეთ. სამი დღის შემდეგ დედამთილმა ჩამოგვაკითხა, ჩემი და გულის შეტევით საავადმყოფოში იწვა და ჩემს ნახვას ითხოვდა. დღემდე მჯერა, რომ დეამ ექიმები სერიოზულად მოატყუა და არაფერი სჭირდა.

ტირილით შემხვდა, არასოდეს მიმატოვო, სახლში დაბრუნდი და ყველაფერს გაპატიებო. რა თქმა უნდა, არ დავბრუნდი და საცხოვრებლად ჩემი ქმრის სოფელში წავედი. უბედნიერესი ერთი წელი გავატარე. მივხვდი, რომ ცხოვრება სხვანაირი ყოფილა. ყველა თავზე მევლებოდა. არაფერი მაკლდა და დეაც არასოდეს მომიკითხავს.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს