წარმოუდგენელი გარდასახვა: როგორ იქცა "სქელო" მოდელად შეყვარებულის გამო (+4 ფოტო)

წარმოუდგენელი გარდასახვა: როგორ იქცა "სქელო" მოდელად შეყვარებულის გამო (+4 ფოტო)

დენ დევიდსონი ბავშვობიდან "სქელოს" იარლიყით იზრდებოდა. ამბობს, რომ არასდროს ჰქონია დაკუნთული და მიმზიდველი სხეული. ყოველთვის დისკომფორტს უქმნიდა ღიპი და ვერასდროს იმოსებოდა მაისურებით. იკვებებოდა საყვარელი საკვებით, რომელიც მეტწილად ცხიმიანი პიცა ან "ფასთ ფუდის" ნაწარმი იყო. არაჯანსაღი კვების შედეგად ის 26 წლის ასაკში 110 კილოს იწონიდა.

ყველაფერი შეიცვალა, როდესაც შვებულების გასატარებლად ის კუნძულ მაიორკაზე გაემგზავრა, სადაც გადაწყვიტა მისი შეყვარებულისთვის, რეიჩელ ბრაუნისთვის თავი მოეწონებინა, რადგან უხერხულობას უქმნიდა ის მომენტი, რომ მისი გელფრენდი ფიტნეს-ინსტრუქტორი იყო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა ალკოჰოლის, ბურგერებისა და სხვა უსარგებლო საკვების მიღება.

დენი, რომელმაც ვარჯიშისა და სწორი კვების სინთეზით საოცარი შედეგი მიიღო, ამაყობს საკუთარი შედეგით. ამჟამად დენ დევიდსონი სარეკლამო სივრცის ამომავალი ვარსკვლავია. ის უკვე გადაიღეს მამაკაცის საცვლების რეკლამაში. "ახლა თავს ბევრად თავდაჯერებულად ვგრძნობ", - ამბობს დენი გამოცემა "მეტროსთან" საუბარში.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს