როგორი ადამიანები აღიზიანებთ "ფეისბუქის" მომხმარებელებს

როგორი ადამიანები აღიზიანებთ "ფეისბუქის" მომხმარებელებს

"ფეისბუქის" მომხმარებლების ერთმა მეოთხედმა ყველაზე გამაღიზიანებლად მიიჩნია პოსტები, რომლებშიც ადამიანები საკუთარ თავს აქებენ, - ამის შესახებ The Independent წერს. გამოკითხვა თემაზე "ემოციები სოციალურ ქსელებში" ბრიტანულმა პორტალმა PromotionalСodes-მა ჩაატარა.

მრავალმა ინტერნეტ-მომხმარებელმა ასევე უარყოფითად შეაფასა ადამიანები, რომლებიც თავიანთ მეორე ნახევრებზე რომანტიკული სახის პოსტებს წერენ. სენტიმენტალურად განწყობილი ადამიანები "ფეისბუქის" იუზერების 26%-ს აღიზიანებს. მესამე ადგილზე ისინი გავიდნენ, რომლებიც სოციალურ ქსელებში წუწუნებენ, ასეთები გამაღიზიანებლებად გამოკითხულთა 22%-მა მიიჩნია. სხვადასხვა სახის სტატუსების ავტორები, რომლებიც ძალიან ხშირად "პოსტავენ", 19%-ს არ მოწონს, გამაღიზიანებლებს შორის ასევე დასახელდნენ ცხოველების და ფიტნესის მოყვარულებიც.

ბოლო მონაცემბით, სოციალური ქსელი "ფეისბუქი" 829 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს