3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეეხმიანეთ იმ ადამიანებს ვისაც თქვენი დახმარება და პრობლემების მოგვარება შეუძლია. აგრეთვე, მათ, ვინც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გააცანით მათ თქვენი გეგმები, შეეცადეთ დააინტერესოთ.

კურო

თუ გარშემო კარგად მიმოიხედავთ, შეამჩნევთ ადამიანს, რომელსაც თქვენ მიმართ სიმპათია გააჩნია. იგი ნამდვილი ბედის საჩუქარია, უღალატო მეგობარი. რომელიც მომავალში არაერთხელ დაგიმტკიცებთ ერთგულებას.

ტყუპი

ნუ წამოიწყებთ ერთდროულად ორ საქმეს, ნუ ეცდებით ერთდროულად ორი რომანის გაბმას. ჩამოყალიბდით რისი მიღწევა გსურთ და ისე იმოქმედეთ. თქვენი დაბნეულობით შეიძლება ვიღაცამ ისარგებლოს და შეუმჩნევლად აგართვათ ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

კირჩხიბი

დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. საფრთხე იმაშია, რომ არჩეული გზიდან ვეღარ გადაუხვევთ და ვერც მეგობრები დაგეხმარებიან. მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით უნდა იმოქმედოთ.

ლომი

დღის განმავლობაში მოვლენები ისე შეიცვლება, რომ დაგეგმილი საქმეების სამომავლოდ გადადება და სიტუაციის შესაბამისად მოქმედება მოგიწევთ. კეთილსინდისიერად მუშაობა წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული

მაქსიმალურად ეცადეთ არ გაართულოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მოსალოდნელია კამათი კოლეგებთან, უფროსთან. შეიძლება თქვენი სიმართლის დამტკიცება ტონის აწევითა და კარის შენგრევით მოგიწიოთ.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს