როგორია შემოდგომა-ზამთრის საბავშვო მოდა

როგორია შემოდგომა-ზამთრის საბავშვო მოდა

2014-2015 შემოდგომა-ზამთრის საბავშვო მოდა, როგორც ყოველთვის, უფროსების მოდურ ტენდენციებს ჰგავს ბევრი რამით, თუმცა რასაკვირველია, ბავშვური დეტალებით გამოირჩევა. ბოლო დროს ცნობილმა და ავტორიტეტულმა მოდის სახლებმა ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეს საბავშვო კოლექციების შექმნას, რადგან დარწმუნდნენ, რომ მსოფლიო მასშტაბით ბავშვების გარკვეული ნაწილი არანაკლებ მოდურად და გემოვნებით იმოსება, ვიდრე უფროსები. მშობლებიც აქტიურად აკვირდებიან მოდის ტენდენციებს და თუ ბრენდულ სამოსს ვერ სწვდებიან, ყოველ შემთხვევაში, მოდის ტენდენციების გათვალისწინებით თავად ქმნიან მოდურ ანსამბლებს თუნდაც ბაზრობაზე ნაყიდი ჩვეულებრივი სამოსისგან. ამისთვის არის სწორედ საჭირო მოდური რჩევები და თვალის გადავლება ცნობილი მოდის სახლების საბავშვო კოლექციებისთვის.

ფერი და პრინტი

ამ სეზონზე ორი სრულიად საპირისპირო ტენდენციაა ფერისა და პრინტის თვალსაზრისით. ერთი მხრივ, ბავშვების სამოსში დომინირებს ერთი შეხედვით არაბავშვური ფერები – შავი, ნაცრისფერი, ასევე – თეთრი. ეს საბავშვო მოდისთვის საკმაოდ ახალი ტენდენციაა, სადაც, როგორც წესი, მკვეთრი და ხალისიანი ფერების ხილვას ვართ მიჩვეული. თუმცა სწორად შერჩეული კომპლექტები საკმაოდ უხდებათ ბავშვებს და ძალიან დახვეწილებიც ჩანან. ხანდახან ამ ფერებს შეიძლება, კოპლები, ზოლები, კუბოკრული პრინტები მიემატოს, რაც ასევე მოდურია.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს