ვინ არის ნიკა გილაურის მოდელი მეუღლე - ყოფილი პრემიერის ქორწინების ვერსიები

ვინ არის ნიკა გილაურის მოდელი მეუღლე - ყოფილი პრემიერის ქორწინების ვერსიები

ნიკა გილაურის ოჯახური ცხოვრება დღემდე ბურუსით არის მოცული. რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ, რომ გილაური ერთ-ერთ ცნობილ ტელეწამყვან ქალბატონზე იყო შეყვარებული, მაგრამ მომავალ დედამთილს სარძლო არ მოსწონდა და ნიკაც დედას დაემორჩილა.

რამდენიმე წლის წინ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის დაოჯახებას დედაქალაქში ჭორების სერია მოჰყვა. მარინა შამუგიას და ნიკა გილაურის ქორწინების რამდენიმე ვერსია არსებობს.

ერთ-ერთი ვერსიით, გილაური-შამუგიას ქორწინება მშობლებმა გადაწყვიტეს, თუმცა უფრო სარწმუნო მეორე ვერსიაა, რომლის თანახმადაც, მარინა ნიკას ბავშვობის სიყვარული გახლდათ, გოგონა გათხოვდა, მაგრამ ქმარს მალე დაშორდა და ძველ სიყვარულს დაუბრუნდა.

მარინა შამუგია ყოფილი მოდელი გახლავთ და ერთ-ერთ წელს სილამაზის კონკურსშიც მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გილაური საჯარო პირი გახლდათ, მისი ოჯახური ცხოვრება და ფოტოები გასაიდუმლოებული რჩებოდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს, გოგონა.

მომზადებულია ჟურნალი "რეიტინგის" მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ | ვინ არის ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე - დეპუტატის უცნობი პირადი ცხოვრება

ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს შეატყობინებს კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ - რაზე მუშაობენ Apple და Google

31 წლის განმავლობაში პირველად, 9 აპრილის მემორიალთან ხალხი არ არის - ფოტოები რუსთაველის გამზირიდან

"ვარდისფერი სავსე მთვარის“ ფოტოები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან