როგორ გამოიყურება მამაკაცი, რომელმაც 81 წლის ასაკში სქესი შეიცვალა და ქალი გახდა

როგორ გამოიყურება მამაკაცი, რომელმაც 81 წლის ასაკში სქესი შეიცვალა და ქალი გახდა

81 წლის ჯეიმს როუზი, რომელმაც ქალის სახელი რუთი დაირქვა და სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა, ამბობს, რომ ცხრა წლის ასაკიდან მოყოლებული ისე გრძნობდა თავს, თითქოს სხვის სხეულში ცხოვრობდა.

მამაკაცს იმედი ჰქონდა, რომ ქორწინების შემდეგ ყველაფერი თავისთავად მოგვარდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის ცდებოდა.

ყოფილი სამხედრო 1961 წელს დაქორწინდა და 42 წელი ბედნიერად იცხოვრა ცოლთან. პენსიონერის თქმით, ის არასოდეს უყვებოდა თავის მეუღლეს იმის შესახებ, რომ თავს ქალად გრძნობდა. ქორწინებაში მას სამი ქალიშვილი ეყოლა, რომლებმაც უკვე თავიანთი შვილების გაჩენა მოასწრეს.

”როგორც იქნა, შემიძლია საკუთარი თავისთვის ცხოვრება დავიწყო, ერთადერთი, რაც არ მაკმაყოფილებს, მკერდის ზომაა”, - აცხადებს ბრიტანელი და დასძენს, რომ თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს