დედის რჩევები ქალიშვილს - ყველა ქალს გამოადგება

დედის რჩევები ქალიშვილს - ყველა ქალს გამოადგება

9 წლის ქალიშვილის დედა სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს რჩევებს, რომლებიც სინამდვილეში მისი გოგონასთვის არის განკუთვნილი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

1. გოგომ "არას" გამო ბოდიში არ უნდა მოიხადოს. შეგიძლია, ყოველთვის გაისტუმრო უარით შეყვარებული, შეფი, უტაქტო დაქალი... გახსოვდეს, ამის სრული უფლება გაქვს.

2. შეიძლება ძალიან გიყვარს, მაგრამ დედამისს ის შენზე ადრე უყვარდა. ასე რომ, პატივი ეცი იმ ქალის გრძნობებს.

3. კულინარული უნარ-ჩვევები ძალიან გამოგადგება: ჯერ ერთი, შიმშილით არ მოკვდები და მეორე, შენს პირველ ბინაში გადაბარგებულს ეკონომიასაც გასწავლის.

4. ყველა ქალს აქვს სიამოვნების მიღების უფლება. თუ ის ვაჟბატონი სხვანაირად ფიქრობს, სასწრაფოდ ჩაიცვი და წამოდი.

5. მეგობრობა ყველაზე მომგებიანი პოზიციაა მამაკაცთან ურთიერთობაში - სიყვარულამდე ერთი ნაბიჯი გაშორებს, უკან დასახევად კი "ძმასავით გიყურებ" ყველაზე უმტკივნეულო არგუმენტია.

6. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ იაფფასიანი ვარცხნილობებით და უხარისხო კოსმეტიკით იარო. ორმაგი გადაიხადე და ყოველთვის მოწესრიგებულმა იარე.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს