როგორ მოვამზადოთ სასკოლო დავალებები სტრესის გარეშე – რჩევები მშობლებს

როგორ მოვამზადოთ სასკოლო დავალებები სტრესის გარეშე – რჩევები მშობლებს

საშინაო დავალების მომზადება ხშირად ხდება ბავშვის ცრემლებისა და მშობლების ჩხუბის მიზეზი. ასეთი სახალისო გამონათქვამიც კი არსებობს: "ადრე მეგონა, გაკვეთილების მომზადება ნამდვილი ტანჯვა იყო. როგორ ვცდებოდი. მაგაზე უარესი ტანჯვაა მეცადინეობა საკუთარ შვილთან ერთად".

ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ეს უსიამოვნებები.

1. სკოლიდან შინ დაბრუნებული ბავშვი სხვადასხვა ინფორმაციით არის გადატვირთული. მაშინვე ნუ მიაყრით შეკითხვებს სკოლაზე, საკონტროლო წერებსა და ტესტებზე. ორი საათი მიეცით, რომ დაისვენოთ, განიტვირთოს, ისადილოს, ითამაშოს.

2. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სახლში მეცადინეობისთვის საუკეთესო დრო 15-დან 17-18 საათამდეა. ისე მოახდინეთ ორგანიზება, რომ საშინაო დავალებების მომზადება ერთგვარი რიტუალი იყოს, რომელიც ერთსა და იმავე დროს სრულდება. თუ უკვე გვიანია და რაღაც დასამთავრებელი დარჩა, ჯობს დილისთვის გადადოთ, ვიდრე ღამე აკეთებინოთ.

3. მეცადინეობის ხანგრძლივობა სხვადასხვა შეიძლება იყოს, ყველა ბავშვი თავის რიტმში მუშაობს. თუმცა 7-12 წლის ბავშვებისთვის რეკომენდებულია უწყვეტი მეცადინეობა ნახევარი საათი. ამის შემდეგ 5-10 წუთი უნდა შეისვენოს, ზურგი მოადუნოს, წყალი დალიოს, ხილით გაისველოს პირი. ნახევარი საათის შემდეგ, თუ არ შეისვენა, ბავშვს უჭირს სრულად კონცენტრირება.

4. როდესაც ბავშვი გაკვეთილებს ამზადებს, სასურველია, ჰორიზონტზე მაინც იყოს უფროსი, განსაკუთრებით პირველ პერიოდში, რადგან ბავშვებს უჭირთ დამოუკიდებლად თავიანთი სამუშაოს ორგანიზება. პირველ წელს მაინც მშობელი აქტიურად უნდა ჩაერთოს – კი არ დაუწეროს დავალება თუ გადაუწეროს, მიაჩვიოს მეცადინეობას, დროის განაწილებას, წიგნებთან და რვეულებთან მუშაობას.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს