1 ბილეთი შლიაპისთვის - მდიდრების ყველაზე სულელური შენაძენები

1 ბილეთი შლიაპისთვის - მდიდრების ყველაზე სულელური შენაძენები

მსოფლიოს რა ხანია სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს. ყველგან ჩივიან შემცირებებს, უმუშევრობას, პროდუქტებზე ფასების მატებას, საპენსიო ასაკის დაკლებას და ა.შ. ლამის ყველა ფულის დაზოგვაზე გადავიდა, მით უმეტეს, რომ სამყაროს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღატაკის ზღვარს მიღმაა და შიმშილობს. აი, სწორედ ამის ფონზე, კიდევ უფრო გასაკვირია მსოფლიო მოსახლეობის 0,001%-ის, ანუ დაახლოებით 60 ათასი უმდიდრესი ადამიანის საქციელი. მათ სრულიად არ ადარდებთ, რას ფიქრობს დანარჩენი სამყარო მათ უმიზნო, უგემოვნო და ხშირად მართლაც სულელურ დანახარჯებზე.

* 2008 წელს რომან აბრამოვიჩმა თავის საყვარელ დაშა ჟუკოვას მთვარეზე საკმაოდ სოლიდურ თანხად 40 ჰექტარი მიწა შეუძინა. ალბათ, დაშა ბედნიერია, რომ მთვარეზე ნაკვეთის პატრონია.

* 2003 წელს ცნობილმა მომღერალმა ბონომ თვითმფრინავის ბილეთი იყიდა თავისი... შლაპისთვის. იტალიაში კონცერტზე გამგზავრებულმა აღმოაჩინა, რომ საყვარელი თავსაბურავი სახლში დარჩენოდა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მომღერალმა 1800 დოლარი არ დაინანა, რათა მის შლაპას ლონდონიდან ბოლონიაში პირველი კლასით ემგზავრა.

* პოპულარულმა მსახიობმა ჩარლი შინმა ელიტური სათამაშოების მაღაზიაში მაგიდის ფეხბურთი 25 ათას დოლარად იყიდა - მასზე ფეხბურთელების ნაცვლად ბარბის თოჯინების ფიგურებია. ალბათ, ამიტომ არ დაიშურა ჩარლიმ ფული.

* 2011 წელს სათამაშო ბიზნესის მაგნატმა სტენლი ჰომ მსოფლიო უაზრო შენაძენით გააოგნა - 330 ათასი დოლარი გადაიხადა ორ თეთრ ტრიუფელში, რომლებიც სიძველის გამო საკვებად სრულიად გამოუყენებელი გახლდათ. როცა ჰკითხეს, რაში უნდა გამოეყენებინა ეს სოკოები, გამოაცხადა: "ზურგი უნდა მოვიფხანო".

* 2011 წელს ჯონ ლენონის კბილი 31,2 ათას დოლარად გაიყიდა - ის კანადელმა სტომატოლოგმა მიხაილ ჟუკმა შეიძინა.

* ამერიკელმა მდიდარმა ქალბატონმა შეილა ჰირშიმ 250 ათასი დოლარი მკერდის გაზრდაში გადაიხადა. თითოეულ მხარეს დაახლოებით 2,6 ლიტრი სილიკონი "ჩაასხეს".

* 2012 წლის თებერვალში ჩინელმა მაგნატმა ხუ ჩჟენ იუმ რეკორდული თანხა - 328 ათასი დოლარი გადაიხადა დოლჩე ვიტას ჯიშის მტრედში. მტრედების მოყვარულმა კიდევ ორი წლის წინ ამ ჯიშის სხვა მტრედში 200 ათასი დოლარი "გაისროლა".

* 2011 წლის სექტემბერში ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ცეცხლსასროლი იარაღი გაიყიდა - რევოლვერი კოლტი 977,5 ათას დოლარად. როგორც აუქციონზე გაცხადდა, ის "სილიკონის ველის მაგნატმა" შეიძინა.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს