20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი დღეა პირადი საკითხებს მოსაგვარებლად. ნუ გაამხელთ საიდუმლოებებს. დღე აღსავსეა საინტერესო მოულოდნელობებით. ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ საკუთარი მიზნების გამო არავინ დააზარალოთ.

კურო

მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. დღის განმავლობაში ხშირად მოგიწევთ გარშემო მყოფების დახმარება, მათი საქმეების შესრულება.

ტყუპი

ვერსად გაექცევით ვალდებულებებს. ამიტომ, დილიდანვე დაიწყეთ მუშაობა, რათა საღამო პირადი საქმეებისთვის გამოითავისუფლოთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. მიმდინარე საკითხების კოლეგებთან ერთად განსახილველად. ნებისმიერი საქმე, რომელსაც დღეს ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება.

ლომი

დღეს გარშემო მყოფების კეთილდღეობაზე მოგიწევთ ფიქრი და მათი ბედნიერებისთვის არაერთი რუტინული საქმის შესრულება. მოერიდეთ კამათს კოლეგებთან. ნუ ეცდებით არსებული წესების დარღვევას.

ქალწული

მოერიდეთ რთული საქმეების წამოწყებას, მაგრამ უარი არ თქვათ საპასუხისმგებლო საქმეების მოგვარებაზე. კარგი დღეა იურისტთან, პედაგოგთან შეთანხმებული მუშაობისთვის. საღამოს მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ ოჯახური საკითხები.

სასწორი

მნიშვნელოვანი საქმეები, კოლეგებთან თათბირი დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია კონკურენტების გააქტიურება. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს