TOP-10 ყველაზე პოპულარული მოდელი INSTAGRAM-ში (+21 ფოტო)

TOP-10 ყველაზე პოპულარული მოდელი INSTAGRAM-ში (+21 ფოტო)

თანამედროვე ინტერნეტ-სამყარო ანალიზის ბევრ საშუალებას იძლევა, ვინაიდან ის კარგად აჩვენებს ინტერნეტმომხმარებლების დაიტერესებასა და ქცევას. ბუნებრივია, ლამაზი ქალები იყვნენ და ყოველთვის იქნებიან გლობალურ ინტერნეტსივრცეში ინტერესის ობიექტები. ამჯერად, ჩვენ იმ სტატისტიკას წარმოგიდგენთ, რომელსაც ფოტომოყვარულთა საყვარელი სოციალური ქსელი INSTAGRAM-ი აქვეყნებს.

ამ მონაცემებით, ყველაზე პოპულარულ მოდელთა შორის ირინა შეიკია ლიდერი. ამავე გალერეაში ნახავთ ბარბარა პალვინს, რომელსაც 2,09 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, ალესანდრა ამბორიოს 2,4 მილიონიანი გამომწერით, ადრიანა ლიმას, რომელსაც INSTAGRAM-ზე 3.02 მილიონი ფანი ჰყავს, ჟიზელ ბუნდჰენი მისი 3,07 მილიონიანი აუდიტორიით...

კიდევ უფრო გრანდიოზულია კენდის სვეინპოლის ფანკლუბი - მას 3,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. რა თქმა უნდა, სიის საუკეთესო სამეულშია მირანდა კერი, მას 5,1 მილიონი გამომწერი ჰყავს INSTAGRAM-ზე. ამ სიის ლიდერის პოზიციებს კი კარა დელევინი (7, 5 მილიონი) და კენდალ ჯენერი (14,6 მილიონი) იყოფენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს