ვერა ბრეჟნევა ოლიგარქების საწოლში

ვერა ბრეჟნევა ოლიგარქების საწოლში

ბოლო დღეების განმავლობაში პრესის ყურადღების ცენტრში, "ვია გრას" ყოფილი წევრი ვერა ბრეჟნევა მოექცა. ამის მიზეზი კი პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები გახდა, სადაც ვერა 51 წლის პროდიუსერთან და კომპოზიტორთან, კონსტანტინ მელაძესთან ერთად, პერინატალურ ცენტრშია გადაღებული, სადაც რუსული შოუ-ბიზნესის უამრავმა წარმომადგენელმა იმშობიარა, თუმცა მელაძე არ არის ერთადერთი მდიდარი მამაკაცი, რომელთან სექსუალურ ურთიერთობაზეც წერს რუსული მედია. ინტერნეტგამოცემა Eg.ru სტატიაში "ვერა ბრეჟნევა ოლიგარქების საწოლში" მომღერლის სხვა პიკანტურ თავგადასავლებზეც იუწყება.

ბრეჟნევასა და მელაძის რომანის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ, როდესაც კონსტანტინის და მისი მეუღლის გაშორების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მელაძეს ხშირად ამჩნევდნენ ბრეჟნევას სახლთან, თუმცა, ორივე მათგანი კატეგორიულად უარყოფდა ნებისმიერ ინფორმაციას მათი რომანის შესახებ. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია მომღერლისა და ექსცენტრული კიეველი მილიონერის, ალექსანდრ ონიშენკოს ურთიერთობების შესახებ. გავრცელებული ხმების მიხედვით, ოლიგარქი ფულს უხდის ცნობილ სახეებს, რათა მის კამპანიაში გაატარონ დრო.

თუმცა, როგორც მედიაში წერენ, არ არის გამორიცხული, ბრეჟნევა ორივე მათგანს ხვდებოდეს. მელაძის ყოფილი მეუღლის, იანას თქმით, მომღერალს მელაძესთან თბილი ურთიერთობები ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც უკრაინელ ოლიგარქთან, მიხეილ კიპერმანთან იმყოფებოდა ქორწინებაში, რომლისაგანაც შვილი, სარა ჰყავს.

"დღემდე აღშოთებული ვარ იმის გამო, რომ ეს ადამიანი ასეთ მასშტაბურ სისაძაგლეებს სჩადის, თავი ანგელოზად მოაქვს და უცოდველი მზერით სიყვარულსა და მზრუნველობაზე საუბრობს", - აცხადებს კონსტანტინ მელაძის ყოფილი მეუღლე.

ასეთივე უსიამოვნო სიტუაციაში, ბრეჟნევას ყოფილი მამაკაცების სხვა ცოლებიც აღმოჩნდნენ. იგივე მიხელ კიპერმანმა ვერას გამო ოჯახი მიატოვა. ისევე, როგორც მისი უფროსი შვილის, სონიას მამამ, ვიტალი ვოიჩენკომ, რომელსაც ცოლი და შვილი ჰყავდა. გარდა ამისა, ინტერნეტ გამოცემა ბრეჟნევას კიდევ ერთი რომანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მათი თქმით, 2007 წელს ვერა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მამაკაცს, იგორ კოლომოისკის ხვდებოდა, რომელიც 2006 წელს ევროპის ველაზე მდიდარი ადამიანების რიცხვში 13-ე ადგილს იკავებდა, $6,3 მილიონიანი ქონებით. გავრცელებული ხმების მიხედვით, ოლიგარქმა მომღერალს 200 000 დოლარად ღირებული მერსედესი აჩუქა.

"მეიტანეთ ღვინო და ღობესთან მუალ მე" -  წარწერები გურიაში სასაფლაოზე და ფოტოები, რომლებიც ინტერნეტჰიტად იქცა

ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - ნონა გაფრინდაშვილი დღეს 80 წლის გახდა

"დანარჩენი ჩვენში დარჩეს..." - ირინკა კავსაძის ემოციური წერილი გარდაცვლილ ბაბუას და ლეგენდარული მსახიობის აქამდე უცნობი ფოტოები