წმინდა იოანე დამასკელი ასტროლოგიის შესახებ

წმინდა იოანე დამასკელი ასტროლოგიის შესახებ

დღეს ხშირად გაიგონებთ სალანძღავ სიტყვებს ასტროლოგიის მისამართით საეკლესიო ცხოვრების გადასახედიდან და მათგან ვინც თვლის, რომ ასტროლოგია ეს არის ღვთისმგმობი მჩხიბაობა და სატანიზმი. მაგრამ არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ მართმლმადიდებელი, კათოლიკე სწავლულები ასტროლოგიაზე მეცნიერულად მსჯელობენ და სერიოზულად განიხილავენ. იოანელ დამასკელი წიგნში "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა" განიხილავს მნათობების, ოთხი სტიქიის მნიშვნელოვნობას და წერს შვიდი ძირითადი პლანეტის მოძრაობაზე ზოდიაქოს ნიშნებში. სანამ შევუდგებით იოანე დამასკელის მსჯელობის განხილვას, მანამდე მოკლედ გაგაცნობთ მის ბიოგრაფიას.

ის ქრისტიანი არაბების ოჯახში დაიბადა VII საუკუნეში. ამ დროს ბიზანტია ანგარიშგასაწევი იმპერია იყო მაშინდელ მსოფლიოში და ქრისტიანული ფორპოსტი არაბული სამყაროს გვერდით. იოანე დამასკელი გავლენიან ბიზანტიელ ღვთისმეტყველად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში, რომელმაც ბერძნული პატრისტიკის სისტემატიზაცია გააკეთა და არისტოტელეს ფილოსოფიის გამოყენებით შექმნა მნიშვნელოვანი თხუზულებანი ქრისტიანული სწავლების გამყარებისთვის. იოანე დამასკელმა გავლენა მოახდინა თომა აქვინელზე. სწორედ მისი შექმნილი იყო შუა საუკუნეებში თეოლოგიური სწავლებების ძირითადი საყრდენი თეზისი იმის შესახებ, რომ ფილოსოფია ექვემდებარება თეოლოგიას, რამაც საფუძველი ჩაუყარა სქოლასტიკის განვითარებას. ის იყო ფილოსოფოსი, ღვთისმეტყველი და, ამასთანავე, პოეტი. ქმნიდა საეკლესიო საგალობლებს.

იოანე დამასკელი ცას შვიდ სარტყელად ჰყოფს და მიიჩნევს, რომ მათგან უზემოესი ანუ პირველი არის სატურნი. სატურნის პირველობა შემთხვევითი არ არის, თუ გადავხედავთ ბერძნულ მითოლოგიას, სწორედ სატურნი არის ოლიმპოს ღმერთების მშობელი მამა, რომელმაც ოლიმპოზე დადგა დიდი დრამა და შვილების ჭამა დაიწყო, დიდი ძალისხმევის შედეგად გადაურჩა ზევსი (იუპიტერი) და შემდგომ ის გახდა ოლიმპოს მამა-ღმერთი. სატურნის პირველობას ეზოთერული დანიშნულებაც აქვს, მაგრამ ეს სხვა თემაა. ხოლო უქვემოესი ანუ მეშვიდე სარტყელი ერგო მთვარეს. დამასკელი ლაპარაკობს შვიდ მნათობზე, რადგან მაშინ ურანი, ნეპტუნი და პლუტონი აღმოჩენილი არ იყო. პლანეტების მსგავსი კლასიფიკაცია კი მოგვიანებით სამი პლანეტის აღმოჩენის შემდეგ შეიცვალა.

ასტროლოგიაში მთვარეს პლანეტის სტატუსი აქვს, ხოლო ასტრონომიაში იგი როგორც თანამგზავრი ისე მოიხსენიება. დამასკელი, აგრეთვე, ხსნის თუ რატომ ეძახიან ამ შვიდ მნათობს: სატურნი, იუპიტერი, მზე, მარსი, მერკური, ვენერა, მთვარე ცთომილებს. ცთომილი ნიშნავს, რომ ისინი ცის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ, რადგან ცა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობს, ხოლო მნათობები კი, პირიქით, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. საკმაოდ საინტერესო ინტერპრეტაციას გვთავაზობს შესაქმის ტექსტთან მიმართებაში. იოანე დამასკელი თვლის, რომ უფალმა პირველქმნილი სინათლე მნათობებში დააუნჯა და უპირველეს ყოვლისა მეუფება მისცა მზეს, მას დაევალა სითბო და სინათლე მოეფინა მნათობებისთვის. ამიტომ მზე ქრისტიანულ სწავლებებშიც მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენიება და დიონისე არეოპაგელთანაც აპოფატიკურ თეოლოგიაში ქრისტეს ერთ-ერთი ეპითეტი არის მზე. ხატზე, სადაც გამოსახულია ქრისტე პანტაკრატორი (პატაკრატორი ბერძნულად ნიშნავს ყოვლის მეუფეს, გამგებელს) აქვს შემდეგი წარწერა: ego eimi to fos tou kosmou, რაც ნიშნავს, მე ვარ სამყაროს სინათლე. სინათლე კი ჩვენთვის მზესთან ასოცირდება.

მნათობები განუწყვეტლივ მოძრაობენ, მათ შორის, ყველაზე სწრაფად მოძრავი მთვარეა, ამიტომ 29,5 დღიანი ციკლის მანძლზე ეკლიპტიკაზე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს გაივლის და დამაკსელი თვლის, რომ მისი ბუნება ნოტიოა, ვინაიდან იგი კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველია, რომელიც წარმოადგენს წყლის სტიქიას. მოგეხსენებათ, დედამიწაზე მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული ნებისმიერი სახის სითხე, რაც არსებობს, წყლების, ოკეანეების, ზღვების მოქცევა-მიქცევა და სისხლის მიმოქცევაც.

დამასკელი წერს, რომ შვიდივე ცთომილი/მნათობი სხვადასხვაგვარად გაივლის თორმეტივე ზოდიაქოს. მზე თითოეულ ზოდიაქოში ერთი თვე არის დავანებული და ზოდიაქოს წრის შემოვლას ვერძით იწყებს. 21 მარტს მზე შედის ვერძის ზოდიაქოში, პირველ ნიშანში და სწორედ ამ დროს იწყება ბუნების გამოღვიძება. დამასკელი მიუთითებს რომ ბერძნებმა უწოდეს ვარსკვლავთა შესახებ მოძღვრებას ასტროლოგია. რადგან თვლიან, რომ ცთომილები, რომლებიც მოძრაობენ სხვადასხვგავარდ ეკლიპტიკაზე ზოდიაქოებში გარკვეულად მიემართებიან ერთმანეთს და გავლენას ახდენენ მოვლენებზე, ადამიანებზე. აქ დამასკელი სვამს მნიშვნელოვან კითხვას, თუ ყველა ცთომილი წარმართავს მოვლენებს და ადამიანთა ბედს, მაშინ სად არის ჩვენი თავისუფალი ნება? ვართ კი ჩვენივე საქმის გამგებელნი ჩვენ თვითონ?

ამ კითხვებზე მას გადაჭრით პასუხი არ აქვს. თითქოს ცდილობს უარყოს ცთომილთა გავლენა თავისუფალი ნების სასარგებლოდ და, ამავე დროს, ახსენებს კომეტების გამოჩენის მნიშვნელოვნობას, რომელიც გარკვეულ მოვლენებს მოასწავებენ.

რა თქმა უნდა, აქ ჩნდება დეტერმინიზმისა და ინდეტერმინიზმის საკითხი. ჩემი მოსაზრებით, დეტერმინისტული სამყარო განწირულია და თუ ყველაფერი წინასწარგანსაზღვრულია, მაშინ ჩვენი სულისთვის, ცნობიერებისთვის მნიშვნელოვანი რამისთვის, თავისუფალი ნებისთვის ადგილი არ რჩება და მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება განვითარების შესასძლებლობაც სამყაროში. თუ არ გვაქვს არჩევანის უფლება, მაშინ როგორ შევძებთ შევიცალოთ?

ვფიქრობ, რომ ასტროლოგია არ მიეკუთვნება იმ მეცნიერების/პარამეცნიერების რიგს, რომელიც თვლის, რომ რასაც ვარსკვლავები "გვიყვებიან" ყველაფერი გარდაუვალია, არამედ მოგვითხრობს არსებულ შესაძლებლობებზე და როგორ წავრმართავთ ჩვენს ცხოვრებას სწორედ რომ ჩვენს თავისუფალ ნებაზე, არჩევანზეა დამოკიდებული.

შესაძლებლობა სამყაროში უთვალავია და ამიტომ ასტროლოგიაც ვერ შეძლებს შესაძლებლობათა უთვალავი რიგის წარმოდგენას. ის არ არის ზუსტი მეცნიერება/პარამეცნიერება, თუმცა საფუძვლიანად იყენებს მათემატიკისა და ასტრონომიას.

წარსულში ცნობილი მათემატიკოსები, ასტრონომები ბრწყინვალე ასტროლოგები იყვნენ, მათ შორის ბრწყინვალე მოზროვნე და მცნიერი იოჰანეს კეპლერი. (სწორედ კეპლერის პატივსაცემად ჰქვია კოსმოსში გაშვებულ ტელესკოპს, რომელმაც ლირას, გედის და სხვა თანავარსკვალვედში უამრავი ახალი პლანეტა აღმოაჩინა ტრანზიტისა და დოპლერის მეთოდით, მათ შორის, ბევრია დედამიწის მსგავსი პლანეტაც, რომელთა რიცხვი დაახლოებით 200-ზე მეტს აღწევს).

იოანე დამასკელის ტექსტში ვფიქრობ არ არის საბოლოო პასუხი გაცემული ასტროლოგიისა და თავისუფალი ნების მიმართებაზე, მაგრამ პირდაპირ თუ ირიბად ის ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას. დამასკელი თვლის, რომ სტიქიონებიდან სწორედ ცეცხლია უპირველესი, ზეაღმავალი და დამწველი. სინათლის წარმომქნელი.

მან წამროგვიდგინა ცთომილთა განაწილება ზოდიაქოს მიხედვით: მარსის სახლი: ვერძი და ღრიანკალი. ვენერას ახლი: კურო და სასწორი. მერკურის სახლი: მარჩბივი და ქალწული. მთვარის სახლი: კირჩხიბი. მზის სახლი: ლომი. იუპიტერის სახლი: მშვილდოსანი და თევზები. სატურნის სახლი: თხის რქა და წყლის საქანელი (მერწყული). ეს კლასიფიკაცია, რა თქმა უნდა, დღეს სხვაგვარად გამოიყურება ნეპტუნის, პლუტონის და ურანის აღმოჩენის შემდეგ და არსებობს რამდენიმე ვერსიაც კი, ვინაიდან ამჟამად ახალი პლანეტები ემატება მზის სისტემას, ერიდას, მაკემაკეს და ა.შ. სახით. დღეს უკვე ლაპარაკობენ ზოდიაქოს ნიშნების ეზოთერულ, ე.წ. სულიერ მმართველებზე, რომელიც ცალკე თემაა.

დამასკელმა ცთომილთა მაღლოვობის (ეგზალტაციის) შემდეგი სქემა მოგვცა: მზის მაღლივობა - ვერძი, მთვარის - კურო, იუპიტერის - კირჩხიბი, მარსის - ქალწული, სატურნის - სასწორი, მერკურის - თხის რქა, ვენერასი - თევზები.

ამდენად, როგორც ვხედავთ ქრისტიანული სწავლების ავტორიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ასტროლოგიაზე მსჯელობას და ბეცი ფილოსოფია იმის შესახებ, რომ ასტროლოგია არის ცრუ სწავლება ან/და უსაფუძვლოდ წარმოქმნილი მეცნიერება/პარამეცნიერება, სერიოზული განსჯის საგანი არ არის. იმისათვის, რომ თუნდაც ნეგატიურად ვიმსჯელოთ, კარგად უნდა ვიცნობდეთ ასტროლოგიას და მოაზროვნეებს, რომლებიც წერდნენ ამის შესახებ.

© თამ გეგეშიძე

წყარო: astrologia.ge

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს