ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დისნეის პრინცესები

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დისნეის პრინცესები

ხელოვანმა სეინთ ჰოქსმა სურათების სერია შექმნა, სახელწოდებით - "პრინცესას დღიურები", სადაც დისნეის ცნობილი პრინცესები ოჯახური ძალადობის მსხვერპლებად წარმოადგინა. ამ გზით იგი შეეცადა ოჯახური ძალადობის პრობლემისთვის გაესვა ხაზი და საზოგადოების განხილვის საგნად ექცია.

შეგახსენებთ, რომ გაეროს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, მთელ მსოფლიოში ქალების 35% ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ინტიმური პარტნიორის, ან სხვა ადამიანის მხრიდან.

ურთიერთობაში მყოფი ქალების 30% აცხადებს, რომ ფიზიკური, ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა სექსუალური პარტნიორის მხრიდან.

ქალთა მკვლელობის 38% მათი პარტნიორების მიერ არის ჩადენილი.

ქალების უმეტესობა აღნიშნავს, რომ მათი პირველი სექსუალური გამოცდილება ძალადობრივ ხასიათს ატარებდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს