საავადმყოფოში მშობიარე ქალის ბებიებმა ერთმანეთს სცემეს

საავადმყოფოში მშობიარე ქალის ბებიებმა ერთმანეთს სცემეს

ორმა დიდმა ბებიამ სამშობიაროში, სადაც მათი შვილთაშვილები უნდა დაბადებულიყვნენ,  ხელჩართული ჩხუბი გამართეს.

72 წლის შირლი ირვინი, რომელიც პენსილვანიის შტატის მკვიდრია საავადმყოფოში შვილიშვილის გამო მივიდა, რომელიც იმ დროს მშობიარობდა. ამავდროულად საავადმყოფოში მოვიდა ბავშვის მეორე დიდი ბებია დედის მხრიდან კეროლ ალბერტსი და ჩხუბიც დაიწყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ალბერტსმა თქვა, რომ მშობიარობის გამო ნერვიულობდა, ამ ნათქვამზე კი რატომღაც ირვინი წამოხტა და ჯერ მკერდის არეში დაარტყა ალბერტსს, შემდეგ მხარში, რის შედეგადაც იარაც დაამჩნია ქალს. როდესაც მათ გასაშველებლად ალბერტსის ქალიშვილი ჩადგა შუაში, ირვინმა ალბერტსს კიდევ ერთხელ სახეში დაარტყა, რის შედეგადაც ქალს სასმენი აპარატი გადმოუვარდა იატაკზე.

ორივე ქალს სამშობიაროს ტერიტორია დაატოვებინეს, რის გამოც ისინი საკუთარი შვილთაშვილის დაბადებას ვერ დაესწრნენ. ირვინს თავდასხმაში ედება ბრალი. ორივე ბებია კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.

მომზადებულია cosmopolitan.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს