22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საქმეების მოსაგვარებლად გავლენიანი ახლობლების დახმარება და ძველი კავშირების გამოყენება დაგჭირდებათ. სასურველია, კარგ განწყობაზე იყოთ და გარშემო მყოფებსაც ღიმილით ესაუბროთ.

კურო

მოერიდეთ კონფლიქტს ადამიანთან, ვისაც ჭორების გავრცელება და ინტრიგების ხლართვა ახასიათებს. უფრო მეტიც, მოერიდეთ მისთვის საიდუმლოს გამხელას.

ტყუპი

დღეს დამოუკიდებლად შეძლებთ პრობლემებთან გამკლავებას, კოლეგებისა და ახლობლების დახმარებას და ამით გარშემო მყოფების პატივისცემას დაიმსახურებთ.

კირჩხიბი

თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად თბილი და ყურადღებიანი იქნებით.

ლომი

მაქსიმალურად ეცადეთ არ გაართულოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. იყავით მეტად ლოიალური მათ მიმართ; დაეხმარეთ საქმეების მოგვარებაში.

ქალწული

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. აგრეთვე, ოჯახური ბიუჯეტის გადასახედად, ზედმეტი ხარჯის შესამცირებლად.

სასწორი

მაქსიმალურად მოერიდეთ თქვენ მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს. გაილამაზეთ ეს დღე ლამაზი ნივთებით, შეგიძლიათ საკუთარ თავს საჩუქრებიც უყიდოთ.

მორიელი

კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. გავლენიან ადამიანებთან შესახვედრად და მათი სიმპათიის მოსაპოვებლად. აი, საყვარელი ადამიანის კეთილგანწყობა რომ დაიმსახუროთ, გარჯა მოგიწევთ.

გაიგეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს