ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ მოიხმარენ ალკოჰოლს

ცნობილი ადამიანები, რომლებიც არ მოიხმარენ ალკოჰოლს

45 წლის ასაკში ჯენიფერ ლოპესი ისეთივე პოპულარულია, როგორც აქამდე და იმაზე კარგად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე. რამდენიმე ხნის წინ, ლოპესმა საკუთარი მუდმივი ახალგაზრდობის საიდუმლო გაამხილა, რომელიც ალკოჰოლს უკავშირდება. "მე ვფიქრობ, რომ ალკოჰოლი კანს აბერებს. არ შეიძლება სადღეგრძელოს წყლით თქმა, სწორედ ამიტომ ალკოჰოლს მხოლოდ პატარა ყლუპებით ვსვამ".

როდესაც კოლინ ფარელი პირველად სცენაზე გამოჩნდა, მან პოპულარობა საკუთარი სამსახიობო ოსტატობით, გარეგნობით და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებზე დასწრებით მოიპოვა. ელენ დეჯენერესთან ბოლო ინტერვიუს დროს ფარელმა განაცხადა, რომ უკვე 7 წელია ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება. "მე ძალიან მადლობელი ვარ საკუთარი ბედის. ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც საკუთარ სიცოცხლეს გრძნობ".

ბენ აფლეკის ჰოლივუდური კარიერა მწვერვალებისკენ მიემართება. მისმა უკანასკნელმა ფილმმა "Gone Girl" კრიტიკოსებისგან საკმაოდ კარგი შეფასებები მიიღო და მაყურებლის გულიც მოიგო. გარდა ამისა, აფლეკი იმ ადამიანების რიცხვშია, რომლებიც აბსოლუტურ სიფხიზლეს ინარჩუნებენ. აი, რა განუცხადა მსახიობმა ჟურნალ «The Mirror»-ს - ” ყველაფერი ძალიან მარტივია, მე აღარ ვსვამ. ამაში არაფერია ექსტრაორდინალური. როდესაც 20 წლის ხარ, არ გყავს ცოლი, ერთობი. გაზრდასთან ერთად პასუხისმგებლობაც გემატება”.

მსახიობი ბრედლი კუპერი ჰოლივუდის წამყვანი მსახიობების რიგშია. მან მონაწილეობა უამრავ წარმატებული ფილმში მიიღო. საინტერესოა, რომ ფილმში  "წვეულება ვეგასში" ვარსკვლავი სინამდვილეში არ სვამს. ჟურნალ "GQ"-თან ინტერვიუში 39 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ სმა 29 წლის ასაკში შეწყვიტა.

კარიერის დაწყების დროს რეპერი ემინემი ნარკოტიკებსაც მოიხმარდა და ალკოჰოლსაც. თუმცა, ჟურნალ "Vibe"-თვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა - "7 წლის გამავლობაში არც ერთი სიმღერა არ ჩამიწერია ფხიზელ მდგომარეობაში. დამჭირდა დრო, საკუთარი თავი იმაში დამერწმუნებინა, რომ ფხიზელ მდგომარეობაშიც შემიძლია წერა”.

მომღერალი ფარელ უილიამსი უკვე 20 წელია მუსიკალურ სამყაროში ტრიალებს და ამჟამად მისი კარიერა ნამდვილ ზენიტშია. მაგრამ ეს არ აძლევს მუსიკოსს იმის საბაბს, რომ ე.წ. "როკ-მუსიკოსის" ცხოვრებით იცხოვროს. ჟურნალ "Paper"-თან ინტერვიუს დროს, ფარელმა აღნიშნა: "სხვებს შეუძლიათ ის აკეთონ, რაც სურთ. ცხოვრებაში ნასვამი სულ 9-ჯერ ვყოფილვარ და ერთხელ მაქვს ნაჭამი კექსი მარიხუანით."

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს