"ბატონო პრეზიდენტო, არ შეეხოთ ჩემს შეყვარებულს"- გაფრთხილება ბარაქ ობამას

"ბატონო პრეზიდენტო, არ შეეხოთ ჩემს შეყვარებულს"- გაფრთხილება ბარაქ ობამას

20 ოქტომბერს ბარაკ ობამა ჩიკაგოში, საარჩევნო უბანზე მივიდა და წინასწარ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. როცა აშშ-ის პრეზიდენტი საარჩევნო ბიულეტენზე საკუთარ არჩევანს აფიქსირებდა, დარბაზში ახალგაზრდა მამაკაცმა, მაიკ ჯონსმა ჩაუარა, ქვეყნის პირველ პირს მის გვერდით მდგომ გოგონაზე მიუთითა და "გააფრთხილა": "ბატონო პრეზიდენტო, არ შეეხოთ ჩემს შეყვარებულს".

მაიკის საცოლე აია კუპერი, რომელიც პრეზიდენტის გვერდით იდგა, შეეცადა, პრეზიდენტისთვის ბოდიში მოეხადა შეყვარებულის ამ გამოხდომისთვის, თუმცა ობამა ახალგაზრდის საქციელმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა. "იცი, სულაც არ მქონდა ეს გეგმაში", - უპასუხა პრეზიდენტმა სიცილით და შემდეგ აია კუპერს მიმართა: "მოდი, გაკოცო, რომ მან მართლა იეჭვიანოს".

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს