მღვდელს პორნო მსახიობი შეუყვარდა

მღვდელს პორნო მსახიობი შეუყვარდა

ყოფილი პორნოვარსკვლავი კრისტალ დიგრეგორიო, რომელიც ფსევდონიმით - ნადია ჰილტონი თამაშობდა პორნოგრაფიულ ფილმებში, ერთ დღესაც ნასვამი მიუჯდა საჭეს და ავტოავარიაში მოყვა. ამ შემთხვევამ გოგონას ცხოვრების შეცვლისკენ უბიძგა. მისმა დამ ის ეკლესიაში მიიყვანა და იქაური მღვდელი დეივ ბასეტი გააცნო, შემდეგ კი მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.

როგორც დიგრეგორიო ყვება, ერთმანეთი პირველივე დანახვისას შეუყვარდათ. თუმცა სხვა ადამიანებს ამ ისტორიის მაინცდამაინც არ სწამთ. ბასეტი ამბობს, რომ მათი სიყვარულის ამბავი ”რომეო და ჯულიეტას” გავს, იმიტომ, რომ ყველა მათი მეგობარი ამ კავშირის წინააღმდეგია. თუმცა ეს კანონიკურ პირს არ ადარდებს: ”თუ ღმერთმა ეს გრძნობა გამიჩინა, ვინ ვარ მე, რომ მასზე უარი ვთქვა? არც მე მაქვს იდეალური წარსული”, - განაცხადა მღვდელმა.

მიუხედავად ყველაფრისა, მღვდელმა დიგრეგორიოს ცოლობა თხოვა. მას სჯერა, რომ გოგონა ღმერთისთვის ცდილობს შეიცვალოს. მისი ცხოვრების ცვლილება ითვალისწინებს იურისტის თანაშემწედ მუშაობას და მხოლოდ ისეთი კაბების ჩაცმას, რომელიც მუხლს ქვევით მთავრდება. უჩვეულო წყვილი 2015 წელს დაიწერს ჯვარს.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს