წინათ შინამოსამსახურე მხოლოდ დიდგვაროვნებს ჰყავდათ, ახლა კი ამ ფუფუნებით მდიდარი ადამიანები სარგებლობენ იმის მიუხედავად, დიდგვაროვანთა წარმომადგენლები არიან თუ - არა.
ლი-მი-იანი აშხაბადელი ფოტოგრაფია, რომელიც წლებია, მოსკოვში ცხოვრობს და დოკუმენტური ფოტოგრაფიითაა დაკავებული. მისი ბოლო ნამუშევრები მოსკოვში მცხოვრებ მდიდარ ადამიანებსა და მათ შინამოსამსახურეებს ეძღვნება.
ჩემდა გასაოცრად, მათ შორის 2 ქართველი აღმოვაჩინე...
ერთ-ერთი მათგანია მახათაძე მზია, 50 წლის, ქუთაისიდან. დაამთავრა პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესიით - ინჟინერ-ტექნოლოგი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა უმუშევარი და მოსკოვში გაემგზავრა. საქართველოში დაწყებით კლასებში მათემატიკას ასწავლიდა. ქმარი მასთან ერთად მუშაობს, ერთ-ერთი მდიდარი მოსკოველის (სამწუხაროდ, მის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს) კერძო სახლში. ცოლ-ქმარი საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს.